მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ობლიგაციების ბაზრები კვლავ მერყეობს, რადგან ინფლაციის შიში და ტრამპის პოლიტიკა გაურკვევლობას იწვევს - რა წერია TBC Capital-ის კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაში

news image
mbc image

2024 წლის საბაზრო ბუმის ფონზე, ინვესტორებს სკეპტიციზმი და სიფრთხილე ძვირი დაუჯდათ, რადგან რისკიანი აქტივები სწრაფად გაიზარდა და უოლ სტრიტის დამცავი ფასიანი ქაღალდები ბაზრებს ჩამორჩა. ამის შეახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. თუმცა, 2025 წლის არასტაბილური დასაწყისი განაახლებს ინტერესს ამ სტრატეგიების მიმართ. დამცავი სავაჭრო ფონდები (ETF-ები) და დივერსიფიკაციის პროდუქტები პოპულარობას იძენს, რასაც ხელს უწყობს ინფლაციის მიმართ არსებული შეშფოთება და დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკები.

ETF-ები, როგორებიცაა AXS Astoria Real Assets ETF და VanEck Real Assets ETF, წლევანდელ პერიოდში შესაბამისად 6%-ით და 5%-ით გაიზარდა, ხოლო Simplify Managed Futures Strategy ETF-მა 3%-იანი ზრდა აჩვენა და ოთხ თვეში აქტივები გააორმაგა. გარდა ამისა, წარმოებულებზე (დერივატებზე) ფოკუსირებულმა ფონდებმა, რომლებიც დაცვას უზრუნველყოფენ ბაზრის ვარდნის წინააღმდეგ, ბოლო კვარტალში 10 მილიარდი დოლარის მოზიდვა მოახერხეს.

ობლიგაციების ბაზრები კვლავ მერყეობს, ძლიერი რეაქციებით ეკონომიკურ სიურპრიზებზე, რადგან ინფლაციის შიშები და ტრამპის პოლიტიკა გაურკვევლობას იწვევს. მიუხედავად ბოლო პერიოდის აღმასვლებისა, ინვესტორები ფრთხილობენ და სახაზინო ობლიგაციების განაწილებები ისტორიულ ნორმებთან შედარებით დაბალ დონეზე რჩება.

ზოგისთვის ალტერნატიული ინვესტიციების მიმართ მოძრაობა ოპტიმიზმის ნიშანია და არა შიშის. Astoria Advisors-ის ჯონ დავი ფიქრობს, რომ ინვესტორები 2024 წლის ზრდაზე ორიენტირებული აქციების წარმატებული წლის შემდეგ უფრო ფართო სტრატეგიებს იკვლევენ. TD Securities-ის რიჩ კელი კი პროგნოზირებს უფრო მეტ მერყეობას, რადგან მნიშვნელოვანი პოლიტიკის ცვლილებები ბაზრებს გარდაქმნის.

2025 წელს დამცავი სტრატეგიები სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რადგან ინვესტორები ეკონომიკურ ოპტიმიზმს ინფლაციის, საპროცენტო განაკვეთების მერყეობისა და ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკის გამოწვევების წინააღმდეგ წონიან. ბაზრების შესაძლო მერყეობის ფონზე, ალტერნატიული ინვესტიციები დამაჯერებელ დაცვით სტრატეგიად ყალიბდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა