მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ოქრო კვლავ რჩება რეზერვების შევსების ერთ-ერთ ალტერნატივად - ალექსანდრე ძნელაძე

news image
mbc image

ოქროსა და იუანის წილი მთლიან რეზერვებში საკმაოდ მცირეა, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ. მისი თქმით, მიუხედავად ოქროს ფასის შესაძლო მაღალი ვოლატილობისა, მყარ აქტივებში მსგავსი დივერსიფიკაცია მაინც მნიშვნელოვანია.
„რეზერვების დივერსიფიკაცია ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. ის, თუ რატომ გაკეთდა აქცენტი ოქროსა და იუანზე, ვფიქრობ, დიდ კითხვებს არ აჩენს, რადგან ოქრო კვლავ რჩება რეზერვების შევსების ერთ-ერთ უალტერნატივო წყაროდ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოქროსა და იუანის წილი მთლიან რეზერვებში საკმაოდ მცირეა. მყარ აქტივებში მსგავსი დივერსიფიკაცია ყოველთვის მისასალმებელია, მიუხედავად ფასების ცვალებადობისა
რაც შეეხება იუანს, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ამ ვალუტაში რეზერვის შექმნა აბსოლუტურად ლოგიკურია. ხშირად ისმის კითხვა რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით - რატომ არის ამ დონეზე, ან რატომ არის ასეთი მაღალი. ამ საკითხზე დისკუსია მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა დღევანდელ პირობებში, როდესაც რეგიონში დაბალი განჭვრეტადობა და არაერთი რისკფაქტორია, მაღალი რეზერვების ფლობა უფრო მეტად გამართლებულია, მათი დივერსიფიკაცია კი მხოლოდ მისასალმებელი“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ოქრო სტაბილურ აქტივად მიიჩნევა, თუმცა მისი მაღალი ვოლატილობა გარკვეულ კითხვებს აჩენს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება წლიდან წლამდე ზრდას ინარჩუნებს.
 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა