მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ოქროს ფასმა ოქტომბერში ყველა დროის რეკორდს მიაღწია - Galt & Taggart

news image
mbc image

ძვირფასი ლითონები წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი აქტივების კლასი გახდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. მათიცე ცნობით, ოქროს ფასმა ოქტომბერში ყველა დროის რეკორდს მიაღწია ($4,200/უნცია), ხოლო ვერცხლმა გადააჭარბა $53.5/უნცია დონეს, რომელიც 1980-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ისინი წლის დასაწყისიდან 57% და 78%-ით არიან გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ აქციების ზრდას და ასახავს ინვესტორთა უსაფრთხო აქტივებისკენ მიდრეკილებას. რამდენიმე ფაქტორმა მიიზიდა ინვესტორები ოქროსა და ვერცხლისკენ. მათ შორის მთავარია გეოპოლიტიკური რისკები (ტარიფებისა და ვალუტის არასტაბილურობის განახლებული რისკების ჩათვლით) და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება. ამასთან, აშშ-ის ფედერალური მთავრობის შეჩერება (Shutdown), რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, დამატებით გაურკვევლობას ქმნის.

ოქროსა და ვერცხლის მკვეთრი აღმავალი ტენდენცია მიუთითებს, რომ ინვესტორები აქტიურად ეძებენ თავიანთი პორტფელებისთვის დაზღვევას. თუმცა მთავარი კითხვაა - კონკრეტულად რომელი ჯობია ახლა? ტრადიციული მიდგომის მიხედვით, თუ ოქროსა და ვერცხლის ფასების ფარდობა 50-ზე ქვემოთაა - ოქრო უფრო მიმზიდველია, ხოლო თუ სცდება 80-ს - ვერცხლი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს ფარდობა 80- ზე მაღლა იყო და ვერცხლმა შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა. დღეისათვის, ის მერყეობს სწორედ 80-ის ირგვლივ, რაც არ იძლევა ადვილად არჩევანის გაკეთების საშუალებას, მაგრამ მაინც მიუთითებს ვერცხლის მცირედით მეტად მიმზიდველობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დისბალანსი შეიძლება ნორმალიზდეს ფასების ორივე მიმართულებით მოძრაობით. ანუ თანაფარდობა შეიძლება კორექტირდეს იმითაც, თუ ორივე მეტალის ფასი დაეცემა. შესაბამისად, ხელსაყრელი ფარდობა არ ნიშნავს აბსოლუტური მოგების გარანტიას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა