მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო თვეა: როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში - რჩევები საბანკო ასოციაციისგან

news image
mbc image

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების თვეა, მისი ერთ ერთი მთავარი გზავნილი ონლაინ უსაფრთხოების დაცვაა.  გიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც ონლაინ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციაში დაგეხმარებათ:

1. ონლაინ ვაჭრობა:

  • ისარგებლეთ მხოლოდ ნაცნობი, დაცული ვებ-გვერდებით და არ შეინახოთ საბარათე მონაცემები ვებ-გვერდებზე.
  • პრეცენვიულად ბარათზე მხოლოდ მცირე ოდენობის თანხა გქონდეთ.
  • უცნობ ონლაინ მაღაზიაში შესყიდვამდე:

ა) მოიძიეთ მაღაზიის რეალური შეფასებები და მომხმარებელთა გამოხმაურებები

  • ბ) მოიძიეთ მაღაზია დასახელებით ნებისმიერ საძიებო სისტემაში და მხოლოდ ოფიციალურ გვერდზე გააგრძელეთ ვაჭრობა

2. ჩატები, საკომუნიკაციო პლატფორმები და სოციალური ინჟინერია

  • არასდროს გააზიაროთ კონფიდენციალური ინფორმაცია ამ სივრცებში თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მიმღები ნამდვილია. 
  • გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად იზრდება Deepfake თაღლითობა  - ხმის და სახის გამოყენებით დაკავშირება და კონკრეტული ინფორმაციის მოტყუებით მოძიება.
  • სანამ ვინმეს მიენდობით, კარგად გადაამოწმეთ - თუ საეჭვოდ გეჩვენებათ, გაწყვიტეთ ზარი და ოფიციალურად ცნობილ საკონტაქტოზე ნომერზე დაუკავშირდით.

 

3. მობილური მოწყობლობები და მონაცემთა უსაფრთხოება

  • ჩვენს ტელეფონებში ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ინახება, დაიცავით ის სათანადოდ - ტელეფონზე არსებული ინფორმაცია გარე დისკზე ან ღრუბლოვან სისტემაზე გადააზღვიეთ
  • დაიცავით ტელეფონი ძლიერი PIN ან ბიომეტრიით
  • აპლიკაციები მხოლოდ ოფიცილაური Marketplace-დან ჩამოტვითეთ
  • გაააქტიურეთ დისტანციური წაშლის ფუნქცია და ღია public Wi-Fi -ით გადახდა არ აწარმოოთ

4. ახალი საფრთხეები

  • ყურადღებით იყავით AI-გენერირებული ფიშინგთან, რომლის გარჩევა მეტად რთულია.
  • გაჩნდა ახალი თაღლითური ხერხი - QR ფიშინგი, რაც ყალბი QR კოდების საჯარო სივრცეებში განთავსებას და მომხმარებლის თაღლითურ ვებ-გვერდებზე გადაყვანას გულისხმობს. გადაამოწმეთ QR წყარო და ყოველთვის დააკვირდით ვებ-გვერდის დასახელებას.  
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა