მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს

news image
mbc image

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა,  კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"  კანონში შესატან  ცვლილებაზე იმსჯელეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა,  2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსება გაიზრდა  თითქმის ყველა მიმართულებით. მნიშნველოვანი ზრდის მიუხედავად, 2023 წლის განვლილ პერიოდში რამდენიმე მიმართულებით დამატებითი დაფინანსების საჭიროება გამოიკვეთა.   შესაბამისად, კანონპროექტით  მიმდინარე წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები ზუსტდება.

 გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა. ჯამში კი  მიმდინარე წლის  ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი  6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა, დაფინანსდეს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  დაფინანსება  იზრდება 47 მლნ. ლარით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - 34 მლნ. ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 23 მლნ. ლარით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 20 მლნ. ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 40 მლნ. ლარით, თავდაცვის სამინისტროს-  10 მლნ. ლარით.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა