მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

პირველი წელი მიკრობანკის სტატუსით - „კრისტალის“ შედეგები და უახლოესი გეგმები

news image
mbc image

მიკრობანკების ინსტიტუტის ამოქმედების პირველი წელი საქართველოში უკვე იძლევა შეფასებების გაკეთების შესაძლებლობას. მიკრობანკმა „კრისტალმა“ 2025 წელს როგორც ტრანსფორმაციის, ისე ოპერაციული სტაბილიზაციის ეტაპს წარმატებით გაართვა თავი. ამ ყველაფერმა დადებითი ასახვა ჰპოვა მის ფინანსურ მაჩვენებლებზე, პროდუქტების დივერსიფიკაციასა და კონკურენტული პოზიციების გაძლიერებაზე. უფრო მეტი დეტალის გასაგებად Business Insider Georgia „კრისტალის“ გენერალურ დირექტორს, ილია რევიას ესაუბრა.

- როგორი იყო მიკრობანკი „კრისტალისთვის“ 2025 წელი, რა შეფასებას აძლევს მენეჯმენტი იმ განვლილ გზას, რაც „კრისტალმა“ მიკრობანკის სტატუსის მიღების შემდეგ გაიარა?

- 2025 წელი „კრისტალის“ ისტორიაში გამოწვევებით და ამავდროულად მიღწევებით გამორჩეული, ვიტყოდი კიდეც რომ გარდამტეხი აღმოჩნდა. უკვე თებერვალში მიკრობანკის ლიცენზიa მივიღეთ და ფინანსური ბაზრის უფრო მაღალ ლიგაში გადავედით.  მიკრობანკად ტრანსფორმაცია, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და გამართლებული პროექტი იყო. რაც მთავარია, ლიცენზიის მიღებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში საბანკო ტრანზაქციების და ახალი პროდუქტების წარმატებულად გაშვებაც შევძელით, რისი პრეცედენტიც საქართველოში მანამდე არცერთ ბანკს არ ჰქონია.

ამ დიდმა წარმატებამ მნიშვნელოვანი ძვრები მოიტანა: ჩვენი პორტფელი გაიზარდა, პროდუქტები და სერვისები გამრავალფეროვნდა. უკვე არსებულ მომსახურებებსა და  მიმართულებებს განსაკუთრებული სიახლეები დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებლებს მეტი შესაძლებლობის რეალიზების საშუალება მივეცით, გავაფართოვეთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მხარი დავუჭირეთ საინტერესო ბიზნეს საქმიანობების დაწყებასა და განვითარებას.

ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ის, რომ უფრო აქტიურად ჩავრთულიყავით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში და, ამასთან ერთად, მოგვეპოვებინა ბაზარზე ბანკებისთვის დამახასიათებელი კონკურენტული შესაძლებლობები - ეს არის დეპოზიტების მოზიდვა და არასაკრედიტო პროდუქტები. ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები გადავდგით და ვფიქრობ, რომ შედეგებზეც აისახა. წინასწარი შედეგებით მივიღეთ 13.7 მილიონი მოგება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე ვოპერირებთ როგორც მიკრობანკი. და ამ პარამეტრით საქართველოში მოქმედი ბანკების ათეულში  მოვხვდით.

- თავის დროზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ორიენტირებული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ანუ ამ მიმართულებით „კრისტალის“ პოზიციონირება საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. მას შემდეგ, რაც „კრისტალმა“ მიკრობანკის სტატუსი მიიღო, რა შეიცვალა თქვენი მომხმარებლებისთვის?

- ამ სეგმენტზე ორიენტაცია გრძელდება, ამავდროულად, მიკრობანკად ტრანსფორმაციამ  მოგვცა შესაძლებლობა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტად მოვიცვათ. აქტიურად ვართ კონცენტრირებული აგრო-მიმართულებაზე, რაც შეიცვალა, ეს არის არასაკრედიტო პროდუქტები: ანგარიშები, დეპოზიტები; უკვე დავიწყეთ გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში.

- დეპოზიტებიდან მიღებული თანხების გარდა, ვინ არიან დღეს მიკრობანკის ძირითადი დამფინანსებლები?

- ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ ძირითადად საერთაშორისო ინსტიტუტებთან - როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ბანკებთან. გასულ წელს,  პარტნიორების რიცხვი გაიზარდა და 20-ს გადააჭარბა, ხელი მოვაწერეთ დაფინანსების კონტრაქტებს EBRD-სთან და ასევე ევროპის საბჭოს ბანკთან. ამ ეტაპზე ჩვენი დაფინანსების დაახლოებით  ორი მესამედი მოზიდულია საერთაშორისო ინსტიტუტებიდან.

- დეპოზიტების განთავსებისას რა არის ის კონკურენტული უპირატესობა, რასაც მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და გაითვალისწინოს?

- პირველ რიგში ესაა ხელსაყრელი პირობები, ჩვენი საინვესტიციო პროდუქტები ბაზარზე განსაკუთრებით მაღალი სარგებლიანობით და პირობების მოქნილობით გამოირჩევა.

- რა გეგმები აქვს „კრისტალს“ სერვისებისა და ახალი პროდუქტების დანერგვის კუთხით?

- უახლოეს პერიოდში „კრისტალი“  მომხმარებელს უკვე თავის სადებეტო ბარათს წარუდგენს. 2026 წელი კი „კრისტალმა“ გამოაცხადა გაციფრულების წლად. საუბარია ციფრული არხების განვითარებაზე მობილურ ბანკინგზე და ინტერნეტბანკინგზე. ამ მიმართულებით კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს.

- რა არის ის სამიზნე მაჩვენებლები, რასაც 2026 წელს მიკრობანკი „კრისტალი“ უმიზნებს?

- 2025 წელი იყო ბაზარზე შესვლის წელი, ხოლო 2026 წელი მოიაზრება როგორც დამკვიდრების და პოზიციების გამყარების წელი. ვგეგმავთ ჩვენი საკრედიტო პორტფელის ზომიერ ზრდას. ამავდროულად, მეტ აქცენტს გავაკეთებთ არასაკრედიტო პროდუქტებზე, რათა ყველაფერი ეფექტიანად ამუშავდეს და მომხმარებელს პოზიტიური გამოცდილება შეექმნას. მათ შორის, ბარათებისა, და ციფრული არხების მიმართულებით.

რომ შევაჯამოთ, მომავალი პრიორიტეტები: 2026-2028 წლებში ჩვენი მიზანი ბაზარზე დამკვიდრება და ზრდა იქნება. ამ პროცესში მთავარ აქცენტს ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ციფრულ სერვისებზე, პროდუქტებზე და მომსახურების არხების გამრავალფეროვნებაზე  გავაკეთებთ.

„კრისტალის“ სტრატეგია და ხედვა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევებისადმი მდგრადია და კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ  მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან კვალიფიციური გუნდის, ჩვენი ერთგული მომხმარებლების და პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე სამომავლო წინსვლაც წარმოუდგენელი იქნება.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა