მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“PLUS პარასკევს“ საქართველოს ბანკის მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებით ნახევარ ფასად შეიძენენ

news image
mbc image

5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ.

„PLUS პარასკევს“ საქართველოს ბანკის 200-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში PLUS ქულებით გადახდისას განსაკუთრებულ შეთავაზებას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

ლოიალურობის პროგრამაში ჩართულია საქართველოს ბანკის ყველა მომხმარებელი, PLUS ქულები კი გროვდება საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე გადახდების შესრულებისას.

დაგროვებული PLUS ქულებით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, მათ შორისაა ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, ბილეთები და სხვა. PLUS ქულებით ასევე შესაძლებელია სამგზავრო ან მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადების დაფარვა ან სხვა სახის მომსახურების მიღება.

დაბადების დღეზე ფასდაკლება მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. სასურველი ნივთის შეძენა კი შესაძლებელია როგორც მთლიანად PLUS ქულებით, ისე ნაწილობრივ - თანხით.

“მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად PLUS-ის დაბადების დღეს ჩვენი მომხმარებლები დიდი მოლოდინით ხვდებიან. ჩვენ წელსაც არ ვარღვევთ ტრადიციას და მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინონ სასურველი ნივთი ან მიიღონ მომსახურება ნახევარ ფასად, ქულების დახმარებით. წელს 5 ივლისი პარასკევს ემთხვევა, ამიტომაც საქართველოს ბანკი „PLUS პარასკევს“ აღნიშნავს, რაც, ვფიქრობთ,  ერთ-ერთ მთავარ შოპინგ დღეს, Black Friday-ს ინტერესით და მოთხოვნით  არ ჩამოუვარდება. ჩვენ მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა