რა გათვლებია ლარის კურსთან მიმართებაში - ალექსანდრე ძნელაძის განმარტება
გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი. როგორც ალექსანდრე ძნელაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, კურსთან მიმართებაში მოკლევადიანი რყევები არის მოსალოდნელი და ეს იქნება მოლოდინების ცვლილება.
„ვალუტის კურსთან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება ცოტა რულია. გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც კი არის სუსტი პროგნოზის გაკეთების საშუალება. მიუხედავად ამისა უნდა გამოვყოთ ორი მიმართულება. ერთია გრძელვადიანი ეფექტი, რაც ახლავს კურსის ცვალებადობას და მოკლევადიანი, მოლოდინების ცვლილება, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ახდენს ხოლმე რყევას სავალუტო კურსზე. აქ მნიშვნელოვანი არის, რამდენად მომზადებული ხვდება ამას შესაბამისი მარეგულირებელი, ამ მოკლევადიან პერიოდში რყევის დასაბალანსებლად, სებ-ის ყოველთვის აცხადებს, რომ მას მეთვალყურეობის ქვეშ აქვს ეს ყველაფერი, და მერე საკითხია, რამდენად გრძელვადიანად შეგწევს ანუ გაქვს საშუალება, რამდენად სავაჭრო ბალანსი გიწყობს ხელს, რომ გრძელვადიან პერიოდში ივარაუდო კურსის მნიშვნელოვანი, ან მცირედი ცვლილება.
დღეის მდგომარეობით არაფერი შეცვლილი არ არის, რაც წინა პერიოდში იყო.
კურსთან მიმართებაში მოკლევადიანი რყევები არის მოსალოდნელი, და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება მოლოდინების ცვლილება. კონკრეტულ ცვლილებაზე მოლოდინები იცვლება ხოლმე და კონკრეტული პირები ახდენენ ხოლმე რეაგირებას. მაგრამ გრძელვადიანში ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.