რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს კომერციული ბანკების მიმართ
კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები თვიურ ჭრილში 5%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 41%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იყო 2,339, ხოლო იანვარში - 2,237, ხოლო 2023 წლის თებერვალში კი - 1,656.
ირკვევა, რომ თებერვალში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების მისამართით დაფიქსირებული პრეტენზიების 44%-ი მიმდინარე ანგარიშის/სადებეტო ბარათების მიმართულებით დაფიქსირებული საჩივრები იყო. თებერვალში აღნიშნული მიმართულებით პრეტენზია ოფიციალურად 1021 მომხმარებელმა დააფიქსირა. მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხების მიმართულებით დაფიქსირებული პრეტენზიები, რომელზეც საერთო პრეტენზიების 27%-ი მოდის, ხოლო მესამე ადგილს საკრედიტო ბარათებისადმი დაფიქსირებული პრეტენზიები, რომლის წილიც კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიებში 5%-ია.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.