მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა თანხით დააფინანსებენ EBRD-ი და ევროკავშირი ენგურჰესის რეაბილიტაციას

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის სუვერენულ სესხს, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისათვის. სადგურის მოქმედი კომპანიის, შპს ენგურჰესის დაფინანსებას დაემატება ევროკავშირის მიერ გაცემული გრანტი, 7.05 მილიონის ევროს ოდენობით.

ეს ფინანსური პაკეტი მოახდენს ენგურის კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის საჭირო, გრძელვადიანი სამუშაოების, მიწისქვეშა გვირაბებისა და მილსადენის შეკეთების დაფინანსებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ელექტროენერგიის უფრო საიმედო ქსელი და გამომუშავება. გარდა ამისა, ინვესტიციის დახმარებით, შემცირდება წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და ხელი შეეწყობა დამატებითი განახლებადი ენერგიის წარმოებას. ეს თანხები, ასევე, მოხმარდება ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზების მშენებლობას კაშხლის მონიტორინგისათვის, ამასთან ერთად შეიქმნება თევზსავალი სივრცეები. 

1970-იან წლებში აშენებული, ენგურის ელექტრო სადგური, და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები, როგორც მთლიანი ენერგო კომპლექსის ნაწილია, აკმაყოფილებს ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს და საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის.   

1998 წლიდან EBRD-ი ჩართულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაში, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის იმპორტის დამოკიდებულების შემცირებას,  ენერგო უსაფრთხოებას და მწვანე და მდგრად ენერგოსექტორს.

ევროკავშირი პროექტს მხარს უჭერს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით, რომელიც ასევე, შესაბამისობაშია მათ Global Gateway სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს  კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში, მათ შორის საქართველოში. 1998 წლიდან, EBRD-იმ და მისმა დონორებმა ენგურის სადგურის რეაბილიტაციისათვის საერთო ჯამში გამოყვეს 205 მილიონი ევრო.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ბანკმა დღეისათვის, განახორციელა დაახლოებით 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია 290 პროექტში, საქართველოს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. ამ ინვესტიციების 83 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.     

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა