მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა უპირატესობებს აერთიანებს საქართველოს ბანკის სასტარტო ბიზნეს ნაკრები

news image
mbc image

ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, მუდმივად ფიქრობს პროცესების გამარტივებასა და ხარჯის ოპტიმიზაციაზე. სწორედ ასეთი ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი – ბიზნეს ნაკრები შექმნა. ბიზნესის ზომისა და სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სასტარტო, S, M და L ნაკრებს სთავაზობს. ნაკრებებში ყველა ის აუცილებელი საბანკო სერვისია თავმოყრილი, რომლითაც ბიზნეს მომხმარებლები ყოველდღიურად სარგებლობენ. მათი მართვა კი ერთ სივრცეში, ციფრულადაა შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის სასტარტო ბიზნეს ნაკრები უკვე გაააქტიურა 8/10Shop-მა. კომპანია ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ მრავალფეროვან პროდუქციას აერთიანებს და მოხმარებლამდე მიაქვს. მას მუდმივ რეჟიმში უწევს არაერთ პარტნიორთან კომუნიკაცია და ყველა დეტალის აღრიცხვა, შესაბამისად, სასტარტო ნაკრები მის საჭიროებებს სრულად პასუხობს:

„ყოველთვიურად ვასრულებ მეწარმეებთან თანხების გადარიცხვას, მომხმარებლებთან შეკვეთების ტრანსპორტირებას, მარაგებისა აღრიცხვასა და კონტროლს. საქართველოს ბანკის სასტარტო ბიზნეს ნაკრების მეშვეობით კი ყველა ამ პუნქტს უფრო შეღავათიანი ტარიფებით და გამართულად შევასრულებთ“, – ამბობს 8/10Shop-ის დირექტორი, თათა კაპანაძე.

გარდა იმისა, რომ სასტარტო ბიზნეს ნაკრები მცირე და საშუალო მეწარმეებს პროცესების უმარტივებს, ამავდროულად განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს. მათ შორისაა სოციალური მედიის მართვის ორთვიანი უფასო მომსახურება, ბუღალტრულ მომსახურება და სხვა. საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებზე თათა კაპანაძე უფრო ვრცლად საუბრობს:

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო OneWay-ის სპეციალური ფასდაკლება საკურიერო მომსახურებაზე, რომელიც სასტარტო ბიზნესნაკრების მეშვეობით გვაქვს. ასევე, საწყობის მენეჯმენტის სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ შევძლოთ მარაგების სწორი აღრიცხვა და კონტროლი. აუცილებლად გამოვიყენებ ბუღალტრულ 3-თვიან უფასო მომსახურებას, რაც უფრო ნათელ ხედვას მოგვცემს, სად ვართ ამ მიმართულებით და რისი გაუმჯობესებაა საჭირო სწორი აღრიცხვიანობისთვის“.

8/10Shop ერთ-ერთი პირველია, რომელიც საქართველოს ბანკის ბიზნეს ნაკრების, კონკრეტულად კი,  სასტარტო ნაკრების მომხმარებელი გახდა. თათა კაპანაძის თქმით, ნაკრების ამოქმედება შესაძლებლობას მისცემს კომპანიას, რუტინული პროცესები შეუმსუბუქდეს და ბიზნესის განვითარებისთვის მეტი დრო და რესურსი გამოუთავისუფლდეს:

„ჩემთვის, როგორც მცირე ბიზნესების მფლობელისთვის, ძალიან ხელსაყრელი იქნება საქართველოს ბანკის სასტარტო ნაკრებით სარგებლობა. ეს მომცემს შესაძლებლობას, უფრო მასშტაბური ხედვით სწორად ვმართო საკუთარი ბიზნესი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. მოკლედ რომ შევაჯამო, ძალიან სასარგებლოა საქართველოს ბანკის ბიზნეს ნაკრებით სარგებლობა და ყველა დამწყებ ბიზნესის მფლობელს ვურჩევდი მათ გამოყენებას“, – ამბობს თათა კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ  ბიზნესს საშუალება აქვს, აირჩიოს საქართველოს ბანკის კონკრეტული ნაკრები (სასტარტო, S, M ან L ნაკრები), რომელიც ყველაზე კარგად პასუხობს მის საჭიროებებს.  თუ რას მოიცავს თითოეული მათგანი, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე..

ბიზნეს ნაკრების გასააქტიურებლად კი ეწვიეთ ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა