რამდენი გადასახადი აკრიფა სახელმწიფომ 11 თვეში
2023 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების ანგარიშით, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, სახელმწიფომ წელს 15.3 მლრდ ლარის გადასახადები აკრიფა, რაც დაგეგმილი საშემოსავლო ნაწილის 92%-ია.
გეგმით, აკრეფილი გადასახადების მოცულობამ წლის ბოლო დღისთვის 16.7 მლრდ ლარი უნდა შეადგინოს.
გადასახადების შესრულების მაჩვენებელი 2023 წლის 11 თვე:
ამასთან, მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.27 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო (წლიური გეგმის 91%), ხოლო საგარეო ვალების მოზიდვის მხრივ შემოსავალი 1.65 მლრდ ლარია (წლიური გეგმის 88%).
საგულისხმოა, რომ გეგმას ყველაზე მეტად პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავალი. წლიური გეგმა ამ დროისთვის 53% -ით არის შესრულებული. 2023 წელს სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ცენტრალურ მთავრობას სულ 200 მლნ ლარი უნდა მიეღო, თუმცა 11 თვეში შესრულება მხოლოდ 105.6 მლნ ლარია.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.