მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171.9
0.012
flag
AZN 1.5441
-0.0006
flag
CNY 38.866
-0.003
flag
EUR 3.0239
0.0033
flag
GBP 3.5323
0.0015
flag
KZT 55.3
-0.0011
flag
TRY 0.0552
-0.0001
flag
USD 2.6249
-0.001
news banner

რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

news image
mbc image

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 420 448 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 208 176 ათასი ლარია. აღნიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის თებერვალში 2025 წლის თებერვალთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 9.8%-ითაა გაზრდილი.

წინა თვესთან, ანუ 2026 წლის იანვრის მონაცემებთან კი 1.2%-იანი კლებაა.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 577 527 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 164 608 ათას ლარს შეადგენდა. 2026 წლის იანვარში კი სახელმწიფო საგარეო ვალმა 9 533 739 ათასი დოლარი შეადგინა.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 9 117 489 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 397 489 ათასი ლარს უტოლდება.

თებერვლის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 920 452 ათასი დოლარია, ანუ 18 518 438 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

30.07.2026.12:47

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.

მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა