რამდენია საქართველოს საგარეო ვალი - ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკა
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 178 822 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 910 406 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 3,9%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის სექტემბრის მონაცემებთან კი 1%-ით არის შემცირებული.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8,832,502 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24,261,117 ათას დოლარს შეადგენდა.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 850 883 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 020 412 ათასი ლარს უტოლდება.
ოქტომბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 769 368 ათასი დოლარია, ანუ 18 371 389 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.