მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას გულისხმობს Paysera Bank-ის გადახდის ინიციირების მომსახურება და რა შესაძლებლობები ჩნდება მომხმარებლებისთვის - კომერციული დირექტორის შეფასება

news image
mbc image

საქართველოში პირველი ციფრული ლიცენზიის მქონე  Paysera Bank • პეისერა ბანკი, რომელმაც ცოტახნის წინ ბიზნესს გადახდის ინიციირების და გადახდის მოთხოვნის მომსახურება შესთავაზა, უკვე  ელექტრონული კომერციის ბაზრის რამდენიმე მსხვილ მოთამაშესთან პარტნიორობს და სერვისის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს ბაზრის სხვა წარმომადგენლებთანაც აქტიურად აწარმოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან პეისერა ბანკის კომერციულმა დირექტორმა ანა თურქაძემ განაცხადა, პეისერა ბანკმა ბიზნესისთვის აღნიშნული ფინანსური პროდუქტის შეთავაზება იანვრიდან დაიწყო და გადახდის ინიციირების მომსახურებით რამდენიმე მერჩანტი/ონლაინმაღაზია უკვე წარმატებულად სარგებლობს. 

„აღნიშნული პროდუქტი ორ მომსახურებას მოიცავს,  ერთი არის გადახდის ინიციირების მომსახურება, რომელიც განკუთვნილია  ელექტრონული კომერციის  მაღაზიებისთვის, ვინც თავისი საიტებიდან სხვადასხვა მომსახურებას, თუ ნივთებს ყიდის და მეორე არის გადახდის მოთხოვნის მომსახურება, რომლით სარგებლობისათვის სულაც არ არის საჭირო ელექტრონული კომერციის მაღაზიის ქონა. გადახდის მოთხოვნის მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, მცირე და საშუალო ბიზნესმა, მსხვილმა კომპანიებმა, სადაზღვევო კომპანიებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა, კერძო სკოლებმა პრაქტიკულად ნებისმიერმა ბიზნესმა, რომელიც მომხმარებლისგან იღებს სხვადასხვა სახის ანაზღაურებას.

აღნიშნულ პროდუქტებმადე ონლაინ მაღაზიების მომხმარებლებს გადახდის განხორციელება მხოლოდ ბარათებით შეეძლოთ, რისთვისაც უნდა შეეყვანათ ბარათის ნომერი, ვადა, სახელი და გვარი, უსაფრთოების კოდები და ა.შ.  გადახდის ინიციირების მომსახურება კი გაცილებით მარტივი და კომფორტულია მომხმარებლისთვის. გადახდისას მომხმარებელი უბრალოდ ირჩევს სასურველ მომსახურე ბანკს, რის შემდეგაც იგი მისამართდება შესაბამისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკში, სადაც სრულად შევსებული საგადახდო დავალება ხვდება, რომელსაც უბრალოდ ადასტურებს და გადახდა სრულდება,“  - ამბობს პეისერა ბანკის კომერციული დირექტორი.

,,ასევე, ძალიან საინტერესო სერვისია გადახდის მოთხოვნის სერვისი, რომლის გამოყენების არეალი ძალიან დიდია. პეისერა ბანკი თავის მომხმარებლებს აძლევს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ გადახდის მოთხოვნის ბმული დააგენერირონ ხელით, ან ატვირთული ფაილით, ან სრულად ავტომატური გახადონ ბმულების გენერაცია და აღნიშნული ბმული მათ მომხმარებლებს გაუგზავნობ SMS შეტყობინებით, მეილით, მესინჯერით ან ნებისმიერი სხვა არხით, ან სულაც გახადონ ინვოისის ნაწილი. მათ მომხარებელს კი მხოლოდ ბმულზე ხელის დაჭერა დასჭირდებათ, იმისთვის, რომ მომსახურე ბანკის ფანჯარაში ან აპლიკაციაში გახსნას უკვე სრულად გამზადებული საგადახდო დავალება, რომელიც გამორიცხავს შეცდომას თანხაში, მიმღებში, დანიშნულებაში და ასე შემდეგ," - განმარტავს ანა თურქაძე.

აღნიშნული პროდუქტის დანერგვით მომხმარებლებს ხარჯები მნიშვნელოვნად უმცირდებათ. 

„გადახდის ინიციირების მომსახურებით გადახდების მიღებისას მერჩანტს საკომისიო ორჯერ და სამჯერ უმცირდება, საბარათე ტრანზაციებთან შედარებით. ზოგადად ტრადიციული გადახდისას ტრანზაქციაში მონაწილეობს თავად საბარათე სისტემა, ეს იქნება Visa, Mastercard თუ სხვა. გადახდის ინიციირების მომსახურების შემთხვევაში კი ტრანზაქციაში ჩართულია მხოლოდ ორი ბანკი, რაც საკომისიოების მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას იძლევა. აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესისთვის საკმაოდ კარგი ბენეფიტი და მომგებიანი შეთავაზებაა. 

ბიზნესიც საკმაოდ დიდი ინტერესს გამოხატავს, რადგან საკომისიო დაბალია და არ სჭირდებათ დიდი ტექნიკური რესურსი იმისათვის, რომ ეს სერვისი დანერგონ და შესაბამისად შემდგომ, თავიანთ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცენ გადახდები პირდაპირ თავისი ინტერნეტ თუ მობაილ ბანკიდან აწარმოონ“, - ამბობს პეისერა ბანკის კომერციული დირექტორი.

გადახდის ინიციირების მომსახურებაზე დეტალურად გაიგეთ აქ

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა