სებ-მა სესხის გამცემი სუბიექტები დააჯარიმა
სებ-მა რამდენიმე სუბიექტი დააჯარიმა. როგორც მარეგულირებლის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა დაჯარიმებულია 8 სუბიექტი.
ინდივიდუალური მეწარმე "თენგიზ გუგუმბერიძის" (ს/ნ 21001042208) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
ინდივიდუალური მეწარმე „თენგიზ გუგუმბერიძის“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
შპს "გიგა 1974" - ის (ს/ნ 406219346) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
შპს „გიგა 1974“-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარუდგენლობის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის
შპს "ვიპ-კრედიტის" (ს/ნ 405378265) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
შპს „ვიპ-კრედიტის“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
შპს "პ 360 02" - ის (ს/ნ 404571851) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
შპს „პ 360 02“-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
სს "ჯეოკაპიტალის" (ს/ნ 412675528) სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
სს „ჯეოკაპიტალს“, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
შპს "ტასო 2023" - ის (ს/ნ 406446644) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
შპს „ტასო 2023“-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
შპს "NI-SA კრედიტის" (ს/ნ 212919109) სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
შპს „NI-SA კრედიტს“, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
შპს "საფინანსო პლიუსის" (ს/ნ 405672598) სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
შპს „საფინანსო პლიუსს“, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს შემდეგ ანგარიშვალდებულ პირებს:
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.