მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რატომ დააჯარიმა სებ-მა იშბანკი

news image
mbc image

სებ-მა  „იშბანკი საქართველო“ დააჯარიმა. როგორც ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განხორციელდა კომერციული ბანკი სს „იშბანკი საქართველოს“ დაჯარიმება 25 000 ლარის ოდენობით. კერძოდ:

შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 5 შემთხვევის გამო;

როგორც ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, 2012 წლის ივლისში ბანკი დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და დაიწყო საქმიანობა ბათუმში, როგორც „თურქეთის იშბანკის“ უცხოურმა ფილიალმა. 2015 წლის აგვისტოში განხორციელდა ბათუმის ფილიალის ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა სს იშბანკი საქართველო, როგორც „თურქეთის იშბანკის“ შვილობილი ბანკი. იმ დროისთვის ბანკის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 30 მილიონ ლარს. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის განთავსებული კაპიტალი გაზრდილია 69.2 მილიონ ლარამდე, ხოლო სააქციო კაპიტალი არის 134 მილიონი ლარი. 

სს იშბანკი საქართველოს აქციონერი „თურქეთის იშბანკი“ წარმოადგენს წამყვან თურქულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც ჩამოყალიბდა თურქეთში 1924 წელს და ემსახურება 15 მილიონზე მეტ ციფრულ მომხმარებელს არამხოლოდ თურქეთში, არამედ ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ბაჰრეინსა და ერაყში. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკი ფუნქციონირებს 1,066 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალის მეშვეობით: 15 ფილიალი  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, 2 ფილიალი გაერთიანებულ სამეფოში (ლონდონი), 2 ფილიალი კოსოვოში (პრიშტინა და პრიზრენი), 2 ფილიალი ერაყში (ერბილი და ბაღდადი), 1 ფილიალი ბაჰრეინში (მანამა).


ამავდროულად, „თურქეთის იშბანკს“ გააჩნია 3 შვილობილი ბანკი საქართველოში, გერმანიასა და რუსეთში. ასევე „თურქეთის იშბანკს“ აქვს წარმომადგენლობითი ოფისები ჩინეთსა (შანხაი) და ეგვიპტეში (ქაირო).

მშობელი ბანკი წარმოადგენს უმსხვილეს კერძო ბანკს თურქეთში აქტივების, სესხების და დეპოზიტების მოცულობით, ასევე ფილიალებისა და ბანკომატების (6,312 ბანკომატი) რაოდენობით. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები შეადგენს 83 მილიარდ აშშ დოლარს, რომლის 47% სესხებია, ხოლო დეპოზიტების მოცულობაა 56 მილიარდი აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ბანკის ვალდებულებების 68%-ს.


სს იშბანკი საქართველო ამჟამად წარმოდგენილია 1 ფილიალით თბილისში. ბანკი კორპორატიულ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს. იშბანკი საქართველოს პრიორიტეტია ხელი შეუწყოს როგორც თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას მშობელ კომპანიასთან თანამშრომლობით, ასევე მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა