მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რატომ უნდა დარეგისტრირდე ინდივიდუალურ მეწარმედ - 5 უპირატესობა

news image
mbc image

თუკი მცირე ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრობ, ან ხარ ფრილანსერი და ერთჯერად პროექტებზე მუშაობ, ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის უპირატესობების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე. ინდივიდუალური მეწარმე ფიზიკური პირია, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს, მაგალითად - აქვს მცირე ზომის მაღაზია, არის ფოტოგრაფი, მეღვინე, კურიერი, რეპეტიტორი ან ნებისმიერი სხვა პროფესიისა თუ საქმიანობის წარმომადგენელი.

ამ სტატუსს რამდენიმე უპირატესობა აქვს, როგორც ახალი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის, ისე მათთვის, ვინც მცირე ბიზნესს უკვე მართავს და მის განვითარებაზე ფიქრობს.

  1. მარტივი რეგისტრაცია და დაბალი ხარჯები

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის პროცესი სწრაფი და მარტივია. ამისათვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს მიმართოს. რაც მთავარია, ეს მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს,  საქმიანობა მცირე ბიუროკრატიული ხარჯებით დაიწყოს.

  1. მინიმალური გადასახადები და გამარტივებული ანგარიშგება

ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოში გამარტივებული საგადასახადო წესები მოქმედებს. მაგალითად, მცირე მეწარმეების შემოსავალი თუ წლის განმავლობაში 500,000 ლარს არ აჭარბებს, მხოლოდ 1%-ით იბეგრება, გადაჭარბების შემთხვევაში კი შემოსავალი 1%-ის ნაცვლად მხოლოდ 3%-ით იბეგრება. გარდა ამისა, ინდივიდუალური მეწარმეები იურიდიულ პირებთან შედარებით, მარტივი ფორმატით ავსებენ ფინანსურ ანგარიშებს, რაც ბუღალტერიასა და ადმინისტრაციულ საქმეზე დახარჯულ დროსა და რესურსებს ამცირებს.

  1. ფინანსებისა და ოპერაციების სწრაფი მართვა

ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად მართოს ფინანსები, რადგან საქმიანობა უშუალოდ მეწარმის სახელით ხორციელდება. გარდა ამისა, მეწარმეს შეუძლია, დამოუკიდებლად და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ საქმიანობაზე, ამასთან, სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბაზრის მოთხოვნებსა და ცვლილებებზე.

  1. შეღავათები და ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე:

ინდივიდუალური მეწარმეების, მათ შორის განსაკუთრებით მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროგრამა და პროექტი ხორციელდება, მათ შორის ახალი ბიზნესის წამოწყების ან არსებულის გაფართოებისთვის.

  1. გათამაშება ინდ. მეწარმეებისთვის

სწორედ ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად, მათი საქმიანობის გაციფრულებისა და დამატებითი ფინანსური რესურსის გაზიარების მიზნით, საქართველოს ბანკი გათამაშებას მართავს.

ინდივიდუალური მეწარმეების გათამაშების ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიური ტრანზაქციების ონლაინ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებით, 50-დან 50 000 ლარამდე პრიზების მოგების შანსი გაზარდონ.

გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე სამ ეტაპად ხორციელდება. თითოეული ეტაპის ბოლოს მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ 10 000, 500, 200, 100 და 50 ლარის ფულადი პრიზი მიიღონ. ფინალში კი, რომელიც 13 იანვარს გაიმართება, 50 000, 20 000 და 10 000 ლარი გათამაშდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე გამოვლინდა პირველი ეტაპის გამარჯვებულები -  ჯამში 1200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზი მიიღო.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი. ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ონლაინ ან ბანკის ფილიალებიდან. გათამაშებაში მონაწილეობისა და ბილეთები დაგროვებისთვის კი საჭიროა ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში ტრანზაქციების შესრულება.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში. ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გაზარდეთ მოგების შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა