რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვისა და ეკონომიკისთვის - ალექსანდრე ძნელაძე სებ-ის გადაწყვეტილებაზე
საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯებით ამცირებს სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს და შემდგომი გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით იქნება მიღებული რადგან, რეგიონში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რისკები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შემცირდა.
ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, რისკ-ფაქტორები გარკვეულწილად ასევე ადგილობრივ ბაზარზეცაა მზარდი.
„აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს უჭირავს ხელი პულსზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ის რომ აქტიურობის შენარჩუნებას უნდა შეუწყოს ხელი, რადგან საბანკო სექტორი კვლავაც რჩება ეკონომიკის მთავარ დამფინანსებლად.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მაჩვენებლები აპრილში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და რეალურად დღეისთვის მიზნობრივისთვის არ მიუღწევია .
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო სებ-ის გადაწყვეტილება, რომ შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა, რაც მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისთვის“,- განაცხადა ძნელაძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.