რეზერვების ერთ-ერთი მიზნობრიობა ზუსტად ესაა, რომ შეასუსტოს მოკლევადიანი რყევები და არ გამოიწვიოს უფრო გრძელვადიანი ზემოქმედება, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ლარზე - ალექსანდრე ძნელაძე
რეზერვებთან მიმართებით, როგორც იცით საქართველომ წინა წლებში მიაღწია რეკორდული რეზერვების მაჩვენებელს. აღნიშნული რეზერვების შექმნის უმთავრესი მიზანი კვლავინდებურად რჩება ზუსტად კრიზისული მოკლევადიანი რყევების და მათ შორის იმ დისბალანსის შევსება, რაც არის და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ ბანკირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, რაც შეეხება მიზანშეწონილობას მე მგონი არ იქნება სწორი, რომ აქ ასოციაციამ შეაფასოს რამდენად სწორი იყო ეს ქმედება.
„მაგრამ მეორე მხარეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული რეზერვების ერთ-ერი მიზნობრიობა ზუსტად ეს არის, რომ მოკლევადიანი რყევების შესუსტება მოხდეს და აღნიშნულმა არ გამოიწვიოს უფრო გრძელვადიანი ზემოქმედება, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ლარზე.
ეფექტიანობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერიოდში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდთან მიმართებაში რას მოიმოქმედებს სებ-ი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა იმ გამოწვევებისა, რაც რეგიონშია ასევე როგორც იცით მოლოდინების მუდმივი ცვლილება იყოს წლის განმავლობაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სეზონურობაც ზემოქმედებს და ზუსტად ეს მოლოდინები და სეზონურობა, როდესაც ემთხვევა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტი წნეხი მოდის ლარზე. აქედან გამომდინარე დღეს შეფასებებისგან შევიკავებდი თავს, თუ რამდენად ეს მოცულობა უნდა ყოფილიყო, უფრო მეტი უნდა ყოფილიყო თუ ნაკლები, ფაქტია, რომ ლარის კურსის რყევა მინიმალურია, მაგრამ მეორე მხარეს არის, რომ აღნიშნული რეზერვების არსებობაც გარდა სხვა ფაქტორებისა არის ამისთვისაც“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.