მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რეზერვების სტრუქტურაში იუანის ეტაპობრივი გაზრდა სტრატეგიულად ლოგიკური ნაბიჯია, თუმცა დომინანტ ვალუტებად კვლავ დოლარი და ევრო დარჩება - ოთარ ნადარაია

news image
mbc image

 „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომის მოპოვება ეკონომიკური თვალსაზრისით პირველ რიგში რეზერვების დივერსიფიცირებას ნიშნავს.

„ობიექტურად რომ ვთქვათ, ეს მართლა დივერსიფიცირებაა - არაერთი გაგებით, როგორც ეკონომიკური ციკლების, ისე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ. მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა უკვე გლობალური მასშტაბის მოთამაშეა, რაც ასეთ ნაბიჯს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

როგორც ოთარ ნადარაია აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით გამონაკლისი არ არის და ჩინურ ბაზარზე უკვე არაერთი ევროპული ქვეყანა ოპერირებს. მაგალითად, ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს მნიშვნელოვანი პორტფელი აქვს CIBM-ში, ხოლო ნორვეგიის სუვერენული საინვესტიციო ფონდი ინვესტიციებს სხვადასხვა ბაზარზე გლობალურად ახორციელებს.

ნადარაიას თქმით, მულტისავალუტო კალათა თანამედროვე რეზერვების მართვის აუცილებელი ელემენტია. მისი შეფასებით, დოლარი და ევრო ხშირად საკმარისი არ არის და იუანის დამატება პორტფელს ღირებულებას მატებს. „მსოფლიო ეკონომიკაში ობიექტური რეალობაა, რომ ყველაზე დიდი სამი ვალუტა არის დოლარი, ევრო და იუანი“, - აცხადებს ეკონომისტი.

მისი შეფასებით, რეზერვების სტრუქტურაში იუანის ეტაპობრივი გაზრდა სტრატეგიულად ლოგიკური ნაბიჯია, თუმცა დომინანტ ვალუტებად კვლავ დოლარი და ევრო დარჩება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოიპოვა.

აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს სავალუტო რეზერვების სტრუქტურის გაფართოებას როგორც ვალუტების, ისე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული განაწილების მიხედვით. ამჟამად სებ-ის ისტორიულად რეკორდული, დაახლოებით 6.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საერთაშორისო რეზერვების ძირითადი ნაწილი აშშ დოლარში ნომინირებულ აქტივებშია განთავსებული. რეზერვები ასევე მოიცავს ევროში, SDR-ში, კანადურ დოლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებსა და მონეტარულ ოქროს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა