მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რის ხარჯზე მიიღო სახელმწიფო ელექტროსისტემამ 304 მლნ ლარის წმინდა მოგება

news image
mbc image

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე), რომელიც 100%-ით სახელმწიფო  კომპანიაა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფინანსური გაჯანსაღების ტენდენციას ინარჩუნებს.

როგორც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული, 2022 წელს კომპანიის წმინდა მოგება 304 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც გამოიწვია კომპანიის მიერ გადაცემული ელექტროენერგიის (მათ შორის, ტრანზიტული ელექტროენერგიის) და ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდის შედეგად შემოსავლების ზრდამ და ამ შემთხვევაშიც კურსთაშორისი სხვაობით მიღებულმა მოგებამ ( 168 მლნ ლარი).

2022 წლის ბოლოსთვის სსე-ს აქტივებმა 1.701 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2021 წლისთვის 1.490 მლნ ლარის დონეზე იყო. 2022 წელს სსე-ს ვალდებულებებმა 1.198 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალმა 503 მლნ ლარი. 

სსე-ს 2022 წელს 539 მლნ დოლარის შემოსავლები უფიქსირდება, ხოლო წმინდა მოგება 304 მლნ ლარის დონეზე. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის შემოსავლის ნაწილი რეგულირებულია რეგულატორის მიერ. 

სსე ახორციელებს სისტემის ტექნიკურ მართვას ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის უფლების გარეშე, გადასცემს საქართველოში წარმოებულ ან იმპორტირებულ ელექტროენერგიას სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებს, პირდაპირ მომხმარებლებს ან მეზობელი ქვეყნების ელექტროსისტემებს. ასევე, უზრუნველყოფს საერთაშორისო და შიდა ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა