მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როდესაც ხუთი თვის სტატისტიკა გამოქვეყნდება მაჩვენებლები გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნება - ნათია თურნავა რეზერვების შევსებაზე

news image
mbc image

სებ-ის სავალუტო რეზერვების ზრდას განაგრძობს. ამის შესახებ მინიშნება დღეს სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ როდესაც ხუთი თვის სტატისტიკა გამოქვეყნება მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

„ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა და ჩვენი რეზერვების შევსება და ადეკვატურ დონამდე მისვლა, ასე ვთქვათ არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის როცა კი გვეძლევა ამის საშუალება ბაზარზე ისე, რომ არ დავაწვეთ სავალუტო კურსს, ჩვენ ვყიდულობთ რეზერვებს და ვავსებთ და ვახდენთ რეზერვების აკუმულირებას. ეს წელსაც ასე არის. ახლა 4 თვის სტატისტიკა არის გამოქვეყნებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხუთი თვის სტატისტიკა როცა გამოქვეყნება კიდევ გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნება. ვაგრძელებთ ჩვენი რეზერვების შევსებას იმისთვის, რომ ყოველთვის გვქონდეს ადეკვატურ დონეზე. თუკი დგება ასეთი მომენტი, როგორც შარშან იყო, იმისთვის რომ დავაცხროთ ბაზარზე ღელვა, რომელიც არ არის დაკავშირებული მაკროეკონომიკურ ფაქტორების გაუარესებასთან, არამედ მხოლოდ აღქმებით და რაღაც გაურკვევლობით არის განპირობებული, ამისთვის ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ გარკვეული ლიკვიდობა მივაწოდოთ ბაზარს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი პირველივე შანსი მოგვეცემა ისევ აღვადგენთ რეზერვებს, როგორც ვაკეთებთ ამას წელს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ ამასთან დაკავშირებით განწყობილები და ციფრებიც ამაზე მეტყველებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა