როდის აღდგება სავალუტო ფონდის პროგრამა - ნათია თურნავას განმარტება
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია, არა მხოლოდ პროგრამის აღდგენის დაჩქარებაზე, რაც რა თქმა უნდა ჩვენი პრიორიტეტი არის და სავალუტო ფონდისაც, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა ტექნიკური დახმარების ფარგლებში სხვადასხვა პროექტზე.
„ეს არ შეფერხებულა და უფრო მეტიც ახალი პროექტებიც დაემატა, ასევე ფისკალურ ნაწილში რაიმე შეფერხება არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა დონორები განაგრძობენ პროგრამებს შეფერხების გარეშე და ეს მეტყველებს პოზიტიურ მოლოდინზე, რაც სსფ-შიც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.
მარტში იგეგმება ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა. სსფ-ს მისია ესტუმრება საქართველოს სხვადასხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაზე. გვაქვს ამ ინფორმაციის მიმოცვლა სავალუტო ფონდთან.
გვექნება წლის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრის შესაძლებლობა შეხვედრის, განხილვის და პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. კონკრეტულ ვადებზე საუბარი ძალიან რთულია, მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ მთლიანობაში მიმართება პოზიტიურია, რამაც ასევე კარგი ასახვა ჰპოვა წამყვანი სარეიტინგო კომპანიების შეფასებაში“, - განაცხადა თურნავამ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.