მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ დავზოგოთ META-ში რეკლამაზე 300$-მდე - გაიგე მეტი Mastercard-ის ბიზნეს ბარათების ბენეფიტების შესახებ

news image
mbc image

დღევანდელი ბიზნეს სამყაროს დინამიკურ ლანდშაფტში, თითოეული უპირატესობა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მეწარმეები მუდმივად ახალი, სტრატეგიული შესაძლებლობების ძიებაში არიან, რომლებსაც მათი ბიზნესის განვითარება და ამავდროულად, რესურსების დაზოგვა შეუძლიათ. Mastercard  ბიზნეს ბარათების მფლობელებს საკმაოდ ბევრ საინტერესო და სასარგებლო ბენეფიტს გთავაზობთ, რომლებსაც შეუძლიათ გადამწყვეტი როლი ითამაშონ თქვენი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში.


1.    Google Workspace-ის ყოველთვიური გამოწერა 4,99 USD-დან Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

წარმოიდგინეთ – უხარვეზო კომუნიკაცია, ორგანიზებული პროექტები და რაც მთავარია, ყველაზე ძვირფასი რესურსი, დრო, რომელსაც დაზოგავთ ამ ბენეფიტით სარგებლობისას. Google Workspace დაგეხმარებათ შეხვედრების დაგეგმვაში, მოქნილ email მარკეტინგში, რაც კიდევ უფრო მეტად მოქნილს გახდის თქვენს განრიგს, მომხმარებლებთან ურთიერთობას და მიმიდნარე პროექტების განვითარებას.

2.    20%-იანი ფასდაკლება SMARTREACH.IO-ზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

SMARTREACH.IO გთავაზობთ ელ.ფოსტის ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას. პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს საშუალება მისცეს დაგეგმონ და გაგზავნონ პერსონალიზებული წერილები ავტომატურად და გაზარდონ მათი პასუხების სიჩქარე. 

Mastercard-ის ბიზნეს ბარათის გამოყენებით, თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ თანხას, არამედ გააუმჯობესებთ თქვენი ბიზნესის ხილვადობას და გაზრდით მომხმარებელთა ჩართულობას.

3.    300 აშშ დოლარამდე ფასდაკლება META-ს მართვაზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

ციფრული მარკეტინგი ბიზნესის ზრდის ქვაკუთხედია. MeDigit არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო სრული სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას ბიზნესისთვის. სერვისები მოიცავს Meta-ში სარეკლამო კამპანიის განსაზღვრას, მართვას, ოპტიმიზაციასა და რეპორტინგს.

დარეგისტრირდით, შეიძინეთ მინიმუმ 3 თვიანი სარეკლამო პაკეტი MeDigit-ით   Meta-ზე და მიიღეთ 100 დოლარიანი ყოველთვიური ფასდაკლება თქვენი Business Mastercard-ით გადახდისას.

4.    5%-მდე ფასდაკლება MONDAY.COM-ის სერვისებზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

MONDAY.COM Work OS არის პროგრამული უზრუნველყოფის სიმძლავრის პლატფორმა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ორგანიზაციებმა ადვილად შექმნან სამუშაოს მართვის ინსტრუმენტები და პროგრამული აპლიკაციები, რომლებიც მოერგება მათ ყველა საჭიროებას.

მარტივი სამუშაო პროცესებიდან რთულ პროექტებამდე - პლატფორმა დაგეხმარებათ ყოველდღიური სამუშაოს გამარტივებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში.

5.    30% ფასდაკლება DOCUSIGN-ზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ხელშეკრულებების შეუფერხებლად გაფორმება გადამწყვეტია. Mastercard ამ საჭიროების გამარტივებითვის, გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას DOCUSIGN-ის სერვისებზე. Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდით თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ ფულს, არამედ დარწმუნდებით, რომ თქვენი დოკუმენტების ხელმოწერის პროცესი არის უსაფრთხო, ეფექტური და შეესაბამება თანამედროვე ბიზნეს სამყაროს მოთხოვნებს.

პროდუქტიულობის გაუმჯობესება, განვითარების ხელშეწყობა, კადრების აყვანის ეფექტურობა, უსაფრთხოება, ფინანსების გამარტივება - ეს იმ ბენეფიტების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც DOCUSIGN გთავაზობთ.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა