როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 108.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.72% წინა კვირასთან შედარებით და +11.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 169 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 104.90 - 111.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირისგანმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.14% წინა კვირასთან შედარებით და +10.45% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 142 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.70 - 49.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.67% წინა კვირასთან შედარებით და +1.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 188 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.15 - 41.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქსტატმა ფასთა ინდექსაციის კალკულატორის განახლებული ვერსია შეიმუშავა
19.06.2026.11:28
ფასთან ინდექსაციის თავდაპირველი ვარიანტი ამოქმედდა 2022 წელს, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №753 განკარგულების შესაბამისად.
კალკულატორის განახლებული ვერსიის შექმნა უკავშირდება ახალი ინიციატივის, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №245 დადგენილების მიღებას.
განახლებული კალკულატორის მიზანს კვლავ წარმოადგენს ფასთა ინდექსაციით მოსარგებლე სამშენებლო კომპანიებისთვის მარტივი პროცედურის შეთავაზება, რომელიც საშუალებას მისცემთ ფასთა ინდექსაციის შესახებ დასკვნა მიიღონ ონლაინ რეჟიმში. თანხის ინდექსაციის მიზნით კალკულატორი იყენებს ჯაჭვურად გადაბმული მშენებლობის ღირებულების ინდექსის (Construction Cost Index - CCI), ასევე დიზელის საწვავისა და ბიტუმის ფასების ინდექსების მნიშვნელობებს. აღნიშნული ინდექსები შექმნილია საქსტატის მიერ საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან სრულ შესაბამისობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების დონის საშუალო მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით. ინდექსი მოიცავს მშენებლობის მთლიან სექტორს - როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების სეგმენტებს, ასევე სამოქალაქო მშენებლობასაც.
ფასთა ინდექსაციის განახლებული კალკულატორი განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის შემდეგ ბმულზე: https://indexation.geostat.ge/
კალკულატორთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური ან სხვა სახის შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფასების სტატისტიკის დეპარტამენტს ნომრებზე: 236 72 10 (400/405), ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:gtetrauli@geostat.ge.