მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ შეუძლიათ ინდ. მეწარმეებს საქართველოს ბანკის გათამაშებაში ბილეთების დაგროვება

news image
mbc image

1 ოქტომბრიდან ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო. ბიზნესის გაციფრულების პარალელურად, მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიური ტრანზაქციების ონლაინ შესრულებით, 50-დან 50 000 ლარამდე პრიზების მოგების შანსი გაზარდონ. 

გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გრძელდება. გამარჯვებული ინდ. მეწარმეები კი  თითოეული თვის ბოლოს გამოვლინდებიან.

პირველი ეტაპის გათამაშება 6 ნოემბერს გაიმართა და ათასზე მეტ მეწარმეს შესაძლებლობა მიეცა 10 000, 500, 200, 100 და 50 ლარის ფულადი პრიზი მიეღო.

რომელი ტრანზაციების შესრულებისას გროვდება ბილეთები?

გათამაშების ბილეთები ბიზნეს ინტერნეტბანკში და ბიზნეს მობილბანკში შესრულებული ტრანზაქციებით გროვდება. სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულების შედეგად, მომხმარებლებს სხვადასხვა რაოდენობის  ბილეთი ერიცხებათ.  მათ შორის აღსანიშნავია:

პირველი ავტორიზაცია ციფრულ არხებში - თუ 2024 წლის 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში არ შესულხართ, გათამაშების პერიოდში პირველივე შესვლისას 50 ბილეთს მიიღებთ;

პლასტიკური ბარათის შეკვეთა - თუკი ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან თქვენი საქმიანობისთვის Mastercard ან Visa ბარათს შეუკვეთავთ, გათამაშების 20 ბილეთი დაგერიცხებათ;

ციფრული ბარათის შეკვეთა - საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შესაძლებელია ციფრული ბარათის შეკვეთაც, რომელსაც ფიზიკური ბარათის იდენტური დანიშნულებით Google Pay ან Apple Pay-ის საფულეების დახმარებით გამოიყენებთ. ამ ბარათის შეკვეთით კი გათამაშების 20 ბილეთს მიიღებთ;

ბიზნეს ანაბრის გახსნა - თუკი თქვენი საქმიანობის გასაფართოებლად, ან სხვა მიზნების მისაღწევად ბიზნეს ანაბარს გახსნით, ავტომატურად 20 ბილეთის მფლობელი გახდებით.

გარდა ამისა, ბილეთები გროვდება ბიზნეს ბარათით განხორციელებულ გადახდებზე, ანაბარზე თანხის დამატებისას, კომუნალური გადასახადების დაფარვისას, ლარში ან უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გადარიცხვებისას, ვალუტის კონვერტაციის ან ხაზინაში გადარიცხვისას.

დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენი ბილეთი გროვდება თითოეული მათგანის შესრულებისას, ამ ბმულიდან მიიღებთ.

როგორ ჩავერთოთ გათამაშებაში?

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი. ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ონლაინ ან ბანკის ფილიალებიდან. გათამაშებაში მონაწილეობისა და ბილეთები დაგროვებისთვის კი საჭიროა მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტ და მობილბანკში ტრანზაქციების შესრულება.

გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების ათვლა ყოველთვიურად ხელახლა იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი, მეორე და მესამე ეტაპის გათამაშებებისას გამოყენებული იქნება შესაბამისი თვის განმავლობაში დაგროვებული ბილეთები. თუმცა ფინალში, სადაც 50 000, 20 000 და 10 000 ლარი თამაშდება, სამივე თვეში დაგროვებული ბილეთები მონაწილეობს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში. ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გაზარდეთ მოგების შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა