მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ შევქმნათ შეთავაზებები საქართველოს ბანკის Ads Manager-ით — პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

news image
mbc image

სამყაროში ინფორმაცის მიმოცვლის ტემპები მუდმივად ჩქარდება, იზრდება სოციალური ქსელების და მათზე განთავსებული სარეკლამო მასალების რიცხვი. ამ გარემოში კი ბიზნესებს ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა Ads Manager შექმნა და კომპანიებს 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელთან დაკავშირების შესაძლებლობაც მისცა. Ads Manager-ს სხვადასხვა ზომისა და პროფილის კომპანიები ყოველდღიურად იყენებენ და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებულ შეთავაზებებს ქმნიან. ამ სტატიაში კი მოგიყვებით, როგორ შეგიძლიათ უპასუხოთ მომხმარებლების სურვილებს და შექმნათ სხვადასხვა ტიპის შეთავაზება თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

როგორ განვათავსოთ შეთავაზება Ads Manager-ის საშუალებით?

პირველი ნაბიჯი ბიზნეს მენეჯერში შესვლაა. Manager.bog.ge-ზე ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით შეხვალთ, ავტორიზაციას გაივლით და Ads მენეჯერის მოდულზე გადახვალთ, სადაც დააჭერთ ღილაკს “შექმენით შეთავაზება”.

აღსანიშნავია, რომ Ads Manager-ზე წვდომისთვის დამატებითი რეგისტრაცია საჭირო არაა იმ შემთხვევაში, თუ ხართ დირექტორი ან უფლებამოსილი პირი. თუ თქვენ ხართ მარკეტინგის მენეჯერი, პირველ რიგში, უნდა შევიდეს დირექტორი და მან მოგიწვიოთ მარკეტერის როლით.

მომდევნო ეტაპი შეთავაზების ტიპის შერჩევაა, რომელსაც 5-საფეხურიანი მარტივი პროცესი მოსდევს:

  • გაწერთ შეთავაზების პირობებს, მის შინაარსსა და ხანგრძლივობას;
  • შეარჩევთ სასურველ აუდიტორიას ასაკის, სქესის, რეგიონის, ინტერესების ან ტიპის მიხედვით;
  • მიუთითებთ შეთავაზების ტექსტს;
  • მოარგებთ სასურველ ვიზუალს;
  • გადახედავთ, გადამოწმებთ და განათავსებთ შეთავაზებას.

თითოეული ეტაპის შესახებ დამატებით ინფორმაციას ამ ვიდეოდან მიიღებთ.

რა ტიპის შეთავაზების შექმნაა შესაძლებელი Ads Manager-ით?

Ads Manager-ით სხვადასხვა შეთავაზების შექმნაა შესაძლებელი. მათ შორისაა ქეშბექი, ფასდაკლება და პლუს ქულების დაგროვება. ის, თუ რომელი მათგანი ერგება ყველაზე უკეთ ბიზნესის მიზნებს,  შეთავაზების შექმნის საწყის ეტაპებზევე შეგიძლია გაიგოთ. მას შემდეგ, რაც მიუთითებთ სასურველ მიზნობრიობას (გაყიდვების ზრდა, მომხმარებლების მოზიდვა, ლოიალურობის ზრდა, საშუალო გადახდის ზრდა), პლატფორმა თვითონ გირჩევთ ოპტიმალურ აუდიტორიასა და შეთავაზების კონკრეტულ ტიპს.

ვის შეუძლია Ads Manager-ის გამოყენება?

ფუნქციონალით შეთავაზების შექმნა ნებისმიერი ზომის ბიზნესს შეუძლია. ამისათვის საჭიროა, ფლობდნენ პოს-ტერმინალს ან გადახდების ონლაინ მეთოდებს ელ.კომერციის პლატფორმებზე. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ გაქვთ გადახდის მეთოდი, სასურველი გადახდის მეთოდის მოთხოვნა ბიზნესმენეჯერიდან, ონლაინ, მარტივადაა შესაძლებელი.

სად ხედავს მომხმარებელი შეთავაზებებს?

მას შემდეგ, რაც შეთავაზებას გაუშვებთ, მომხმარებლები მას საქართველოს ბანკის  ციფრულ არხებში - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე ნახავენ. იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა იხილოს ეს შეთავაზება, მისი  ბმულის გაზიარება ბიზნესს, სურვილისამებრ, საკუთარ სოციალურ ქსელებში ან სხვა პლატფორმებზეც შეუძლია.

შესაძლებელია თუ არა Ads Manager-ში სტატისტიკური ინფორმაციის ნახვა?

Ads Manager მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესო პლატფორმაა, რადგან შეთავაზების გაშვების შემდეგ, მის პროგრესზე დაკვირვება რეალურ დროშია შესაძლებელი. შეთავაზების დასრულების შემდეგ კი Ads მენეჯერში შედეგების შესახებ დეტალური ანგარიში გამოჩნდება. მათ შორის დააკვირდებით შემოსავლების დინამიკას, უნიკალური მომხმარებლების რიცხვს, დემოგრაფიულ მონაცემებს და სხვა პარამეტრებს.

ფასიანია თუ არა Ads Manager?

Ads Manager-ის გამოყენება უფასოა. ბიზნეს მომხმარებელს მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე შეთავაზების გამოსაქვეყნებლად დამატებითი საკომისიოს გადახდა არ სჭირდება - დანახარჯი ბიზნესის მხრიდან მხოლოდ ის სარგებელია, რასაც მომხმარებელს სთავაზობს - მაგალითად, „30% ქეშბექი“.

თუ გსურთ შეთავაზების შექმნა ეწვიეთ manager.bog.ge-ს; შეთავაზების შექმნის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ნახეთ ეს ვიდეო;

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა