მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

როგორ ვმართოთ მარაგები ეფექტურად - ინვენტერისა და საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესებს

news image

მარაგების ეფექტური მართვა ბიზნესის ერთ-ერთი მნიშნველოვანი გამოწვევაა. მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ბევრ კომპანიას სჭირდება იმისათვის, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანოს და საქმიანობის ოპტიმალურად წარმართვა შეძლოს.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 2022 წელს კომპანია ინვენტერი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბიზნესებს ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან სერვისს სთავაზობს. კომპანიამ უკვე განახორციელა 300-ზე მეტი პროექტი, მათ შორის ინვენტარიზაციის პროცესი წარმართა 100-150 ფილიალისგან შემდგარ კომპანიებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ახლა ინვენტერი საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს საკუთარ სერვისზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ამ სტატიაში კი მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გურგენიძე გვიამბობს, თუ რა გზა გაიარა ინვენტერმა დაარსებიდან დღემდე და რატომ სჭირდებათ ბიზნესებს მარაგების მართვა და ინვენტარიზაცია.

ჩვენი მიზანია, ბიზნესს დავეხმაროთ მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და აღრიცხვაში, რომ კომპანიაში არსებული დაინტერესებული რგოლისთვის - მენეჯმენტისთვის, ფინანსური მენეჯერებისა თუ ბუღალტრებისთვის - ინფორმაცია გასაგები იყოს. ამიტომ, როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, პირველ ნაბიჯებს ორგანიზაციაში შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაციის დამყარებით ვდგამთ. მას შემდეგ რაც კარგად გავეცნობით კომპანიის პროცესებსა და სპეციფიკას, ვადგენთ გზამკვლევს და ვიწყებთ პროექტის სისრულეში მოყვანას“, - ამბობს ნიკოლოზ გურგენიძე.

აღსანიშნავია, რომ ინვენტერი სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებას სთავაზობს ინვენტარიზაციას, იქნება ეს წარმოება, საცალო ვაჭრობა, იმპორტ-ექსპორტი, სასაწყობე საქმიანობა თუ სხვა. ასევე ემსახურება - სამედიცინო, სასწავლო, სავაჭრო, HORECA თუ სხვა სექტორებს.

თითოეულ მიმართულებას საკუთარი სპეციფიკა აქვს და ინვენტარიზაციის თვალსაზრისითაც სხვადასხვა მიდგომა სჭირდება“, - აღნიშნავს ნიკოლოზი

კომპანია „ინვენტერის“ ერთ-ერთი მნიშნველოვანი მიმართულება - საკონსულტაციო სერვისია. დაგროვებული გამოცდილების, მიგნებების და გადაწყვეტების გაზიარებით, ინვენტერი ბიზნესებს საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მართვაში უწევს დახმარებას. კონსულტაცია გულისხმობს ინფორმაციის გაზიარებას იმაზე, თუ როგორ უნდა აღრიცხონ მარაგები, ძირითადი საშუალებები და ნედლეული, წარმოების, საცალო ვაჭრობის, რეალიზაციის, იმპორტ-ექსპორტის თუ სხვა მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო მიმართულება, ასევე, ტრენინგებსაც მოიცავს - ინვენტერი კომპანიებს საკუთარ საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ ტრენინგებს სთავაზობს, რომელიც მარაგების მართვისა და საწყობის მენეჯმენტის მიმართულებით კომპანიაში არსებულ კადრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებათ.

შეთავაზება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეღავათიანი პირობებით, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ ინვენტერის სხვადასხვა მომსახურებაზე. მათ შორისაა:

აღსანიშნავია, რომ ამ შეთავაზების ფარგლებში, ინვენტერმა უკვე 10 პროექტი განახორციელა.

ვფიქრობთ, თანდათან უფრო და უფრო მეტი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გახდება ქონების აღრიცხვა და დანაკლისების აღმოჩენა. ჩვენი კი გვინდა ბიზნესს დავანახოთ, რომ მარაგი ღირებული აქტივია, რომლის დაკარგვაც ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიას. ჩვენი გუნდის მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ დროული, პერიოდული და სისტემური მიდგომებით, აღნიშნული პრობლემების მოგვარება გაცილებით ეფექტურია და გრძელვადიან ხედვაში კომპანიებს ფინანსების დაზოგვასა და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.“

2024 წელი და სამომავლო მიზნები

აღსანიშნავია, რომ ინვენტერი მომხმარებლებს ემსახურება როგორც პერიოდული, ისე ერთჯერადი პროექტების სახით. პერიოდული სერვისი, დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარეობს და ყოველთვიურ, კვარტლურ ან წლიურ რეგულარულ ინვენტარიზაციას გულისხმობს.

 

საქართველოს ბაზარი და ადგილობრივი ბიზნესი ჩვენი კომპანიისათვის მთავარი სამიზნეა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს კომპანიას და შესაბამისად, ჩვენი მიზნებიც დიდია. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ინვენტარიზაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს ადგილობრივი ბიზნეს

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა