მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია ფულადი გზავნილების სტატისტიკა

news image
mbc image

საქართველოში ფულადი გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 22%-ითაა შემცირებული. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში 2 528 397.8 ათასი აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა. ეს მაჩვენებლები კი 2023 წლის 9 თვესთან შედარებით 22,3%-ითაა შემცირებული. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 3 255 133 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ქვეყანაში გაკეთებული გადმორიცხვების მიხედვით ევროკავშირი პირველ ადგილზეა და მასზე მთლიანი ჩარიცხვების 42% მოდის, სულ 1 068 813.8 ათასი აშშ დოლარი. დსთ-ს ქვეყნებზე ჩარიცხვების 26%-ი ფიქსირდება, სულ 655 004.4 ათასი აშშ დოლარი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს ჩარიცხვებმა 9 თვეში 804 579.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ მთლიანი ჩარიცხვების 32%-ი.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ფულად გზავნილებს პირველ ადგილზე რუსეთია. 

ფულადი გზავნილების მიხედვით (ჩარიცხვები) TOP 5 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • რუსეთის ფედერაცია - 445,828.6 ათასი აშშ დოლარი;
  • იტალია - 423,616.1 ათასი აშშ დოლარი;
  • აშშ - 416,588.0 ათასი აშშ დოლარი;
  • გერმანია - 195,678.5 ათასი აშშ დოლარი;
  • საბერძნეთი - 195,261.4 ათასი აშშ დოლარი;
  • ისრაელი - 182,767.2 ათასი აშშ დოლარი;
  • ყაზახეთი - 93,655.6 ათასი აშშ დოლარი;
  • თურქეთი  - 74,775.4 ათასი აშშ დოლარი;
  • ესპანეთი - 52,656.2 ათასი აშშ დოლარი;
  • ყირგიზეთი - 49,038.1 ათასი აშშ დოლარი;
  • ირლანდია - 47,444.0 ათასი აშშ დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა