როგორია კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებელები
მაისში, წინასწარი მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა სესხებიდან საპროცენტო შემოსავლების სახით 2 762,4 მლნ ლარი მიიღეს, რაც 25,5%-ით მეტია აპრილის ფაქტობრივ მაჩვენებლებზე. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, რომელიც მაისში კომერციული ბანკების საქმიანობის წინასწარ ფინანსური მაჩვენებლებს ასახავს, აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა 3 321,7 მლნ ლარი შეადგინა, საპროცენტო ხარჯებმა -1 592,8 მლნ ლარი, ხოლო წმინდა არასაპროცენტო შემოსავლებმა (ხარჯები) -175,6 მლნ ლარი.
ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით კომერციული ბანკების მაგალითზე მაისში -124,3 მლნ ლარის დონეზე იყო, ხოლო ზარალი სავალო ფასიანი ქაღალდების შესაძლო დანაკარგების მიხედვით კი -2,2 მლნ ლარის დონეზე.
მაისის წინასწარი მონაცემებით, მოგება (ზარალი ) მოსალოდნელი ზარალების და გაუფასურების შემდეგ 1 418,0 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო კომერციული ბანკების წმინდა მოგება (ზარალი) 1 215,2 მლნ ლარს, რაც აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.