მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია რეგულაციების გავლენა სათამაშო ბიზნესზე

news image
mbc image

2024 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 11%-იან ზრდას აჩვენებს როგორც სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი, 2024 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით სულ 76,687,031.32 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 69,062,593.42. ზრდა 7624,443.9 ლარია.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლების სტატისტიკით ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შესული თანხების მოცულობა მზარდია;

2023 წელი - 141,171,147.25 ლარი,

2022 წელი - 114,392,795.66 ლარი,

2021 წელი - 78,406,677.35 ლარი.

ირკვევა, რომ მიმდინარე სტატისტიკით, სათამაშო ბიზნესის სახეობებიდან  ბიუჯეტში ყველაზე მეტი შემოსავალი სათამაშო აპარატებიდან შედის. სწორედ სათამაშო აპარატებიდან შესულ თანხაზე მოდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის 44%-ი. 

2024 წლის 6 თვეში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესული თანხების მოცულობა, სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით:

  • სათამაშო აპარატებიდან - 33,439,975.00 ლარი,
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 31,731,124.86 ლარი,
  • სამორინეს მაგიდიდან - 30,420,666.60 ლარი,
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 8,324,933.40 ლარი,
  • წამახალისებელი გათამაშებიდან - 3,190,989.06 ლარი,
  • კლუბის მაგიდიდან - 1,219,847.00 ლარი,
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - 80,009.00 ლარი,
  • სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 10,602.26 ლარი,
  • ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 9.00 ლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა