რომელი საერთაშორისო სისტემა მოემსახურა საქართველოში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს
საქართველოში ფულადი გზავნილების კუთხით (ჩარიცხვები) სისტემა RIA აქტუალურობას არ კარგავს და ისევ პირველ ადილზეა. 2025 წლის იანვრის მონაცემებით, RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში 62,066.7 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 25.6%-ია.
მეორე ადგილზე Western Union-ი, სისტემა 1 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 48,670.5 ათას აშშ დოლარს მოემსახურა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 20%-ია.
2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 242,439.8 ათასი დოლარი (689,5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8,5%-ით (22,7 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით:
აღსანიშნავია, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,3% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95,4% მოდიოდა.
2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,3 მლნ აშშ დოლარი (80,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის იანვრის (26,1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8,4% მეტია.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.