საახალწლო შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - მხოლოდ დღეს ისარგებლეთ City Mall-ში 30%-იანი ულიმიტო ქეშბექით
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, SOLO საკუთარ მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებისა და ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, 27 დეკემბერს, SOLO Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, City Mall-ში არსებულ პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის შეძენისას 30%-იანი ულიმიტო ქეშბექით ისარგებლონ. აქციით სარგებლობისათვის, გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე.
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ მაღაზიებში: Ambience, Diesel, Timberland, Top Sport, Puma, Adidas, Under Armour, Giordano, Superdry, Beauty Success, Lutecia, Carters, Tirumph, Petit bateau, Lee cooper, Karl Lagerfeld, Dressarium, Boggi Milano, Sense, JACADI, Women Secret, Cortefiel, Pedro Del Hierro.
ინფორმაციისთვის, ქეშბექის დაბრუნება 2-3 სამუშაო დღეში მოხდება.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბმული.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.