საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკომოტივია - ნათია თურნავა
საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკომოტივია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი განმარტებით, რაც უფრო სწრაფია და მზარდია ეკონომიკა, მით უფრო მეტი ფინანსური რესურსია საჭირო.
„საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკომოტივია, მას ორგვარი ფუნქცია აკისრია ეკონომიკაში, ერთი, რომ ის თავად წარმოადგენს დინამიკურად განვითარებად დარგს, რომელშიც დღგ იქმნება და ამავე დროს საფინანსო სექტორი საჭიროა ნებისმიერი სხვა დარგის ფუნქციონირებისთვის.
როდესაც იზრდება ვაჭრობა, იზრდება ტურიზმი, როდესაც იზრდება მრეწველობა, ამ ყველაფერს მოჰყვება გაზრდილი ტრანზაქციები. რაც უფრო სწრაფია და მზარდია ეკონომიკა, სხვა დანარჩენი დარგების მიმართულებით, მით უფრო მეტი ტრანზაქცია ხორციელდება და მეტი ფინანსური რესურსია საჭირო. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საბანკო სექტორი ძალიან გამართულად ემსახურება ეკონომიკას და ამაზე ეკონომიკის ზრდის ტემპები მეტყველებს.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არის საბანკო სექტორის მთავარი დანიშნულება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალი დოზითაა წარმოდგენილი საქართველოში. სასესხო პორტფელის ზრდის პროცენტი წინა წლებში დაახლოებით 13-15%-ი იყო წლიურად და ეს მიიჩნეოდა ნორმალურ, მდგრად მაჩვენებლად. ახლა, ბოლო 2 წელიწადში გაიზარდა და 18-19%-ია, რაც აქტივობას უწყობს ხელს. აქ არის ურთიერთ დაკავშირებული ფაქტორები. ერთის მხრივ მზარდი ეკონომიკა მეტ თანხას მოითხოვს, მეტ ინვესტიციას, მეტ ტრანზაქციას, მეტი ხელფასების გადახდას და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა ფინანსებზე წვდომა იზრდება და მეორეს მხრივ, თვითონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი დაკლება ხდება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ეტაპზე, ასევე უწყობს ხელს მეტი სესხის გაცემას. ამიტომ სასესხო პორტფელი ახლა უფრო სწრაფად იზრდება. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით, ხომ არ იწვევს ეს ინფლაციურ დაწოლას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.