საბანკო სექტორისთვის ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა სერვისების განვითარებისთვის საქართველოს საბანკო ასოციაციამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს საბანკო ასოციაციას და USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამას (The USAID Financial Innovation Program) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ორივე მხარე ერთობლივად იმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს საბანკო სექტორისთვის ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა-განვითარებას.
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ საქართველოს საბანკო ასოციაციასთან და ერთად შევეცდებით, რომ მხარი დავუჭიროთ ბანკებს აქტივებზე დაფუძნებული ფინანსური პროდუქტების განვითარებაში, როგორიცაა ფაქტორინგი, ლიზინგი, სასაწყობე ხელწერილის დაფინანსება და ა.შ. USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის მიზანია ქვეყანაში ხელი შეუწყოს ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების განვითარებას“ - აღნიშნა ოთარ ტაბუცაძემ, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის უფროსმა მენეჯერმა.
“USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან თანამშრომლობა მეტად სასარგებლოა სექტორისთვის, USAID ასოციაციის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პარტნიორია” - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.