საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტირების სურვილი, მიანიშნებს, რომ ჩვენი საბანკო სექტორი ჯანსაღია - გიორგი ღაღანიძე
საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტირების სურვილი, მიანიშნებს, რომ ზოგადად ჩვენი საბანკო სექტორის მდგომარეობა ჯანსაღი და მიმზიდველია, - განაცხადა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ კრედო ბანკის მიერ Symbiotics Investments-ისგან 36 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვის შეფასებისას.
მისივე თქმით, მაკროეკონომიკური ვითარება ჯანსაღია და ეს აისახება სხვადასხვა მაჩვენებლებში. აქედან გამომდინარე ეკონომიკური განვითარების საფუძველი საკმაოდ ნორმალური გვაქვს.
„ახლახან ცნობილი გახდა, რომ $13 მილიონი მოიზიდა „კრედო ბანკმა“, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველია? აქ ჩვენ ორ მნიშვნელოვან მომენტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, „კრედო ბანკი“ არის არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში. მცირე ზომის ბანკიც რომ ინარჩუნებს მიმზიდველობას და საერთაშორისო ინვესტორს სურს განახორციელოს ინვესტიცია, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ მთელ საბანკო სისტემას უყურებენ როგორც სტაბილურს, ხოლო ყველა ინვესტორს კაპიტალდაბანდების თავისი მოტივი აქვს, ნაწილი მცირე ინვესტიციებზეა მოტივირებული, ხოლო ნაწილს მსხვილი ინვესტიცია აინტერესებს. ამდენად, თავისთავად ეს მოვლენა ძალიან დასაფასებელია და მნიშვნელოვანი, რაც მიანიშნებს, რომ ზოგადად საბანკო სექტორის მდგომარეობა ჯანსაღია და მიმზიდველი, რადგან თუ ნდობა არ არის აქ ფულს არავინ არ ჩადებს“, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.