საერთაშორისო კავშირები ჩვენთვის, ცენტრალური ბანკირებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია - ნათია თურნავა
ვიზიტები და ზოგადად საერთაშორისო კავშირები ჩვენთვის, ცენტრალური ბანკირებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც ის მნიშვნელოვანი ვიზიტები შეაჯამა, სადაც სებ-ის პრეზიდენტი თავად იყო წარმოდგენილი.
„განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც გლობალური გაურკვევლობა, გამოწვევები მატულობს და ბევრი ცენტრალური ბანკი საერთო გამოწვევების წინაშე დადგას და ყოველთვის სასარგებლოა, როდესაც ჩემს კოლეგებს ვხვდები. განსაკუთრებით წამყვანი ეკონომიკების წარმომადგენლებს და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებებს. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენ გარკვეული მიმართულებებით ვუსწრებთ კიდეც. ანუ ჩვენთან რაც ინერგება და ახალია, მერე ვხედავთ, რომ სხვაგანაც ინერგება და იგივე დასკვნამდე მიდიან, თუ როგორ გააძლიერონ ფინანსური სექტორი და როგორ დახვდნენ სხვადასხვა გამოწვევას. აქედან გამომდინარე, თუ აქამდე ჩვენთვის იყო საინტერესო მათი გამოცდილების მოსმენა, ახლა არანაკლებ საინტერესოა მათთვის ჩვენი გამოცდილების მოსმენა და ამითაა გამოწვეული პანელებზე, კონფერენციებში აქტიური მონაწილეობა და ასე შემდეგ“, - აღნიშნავს ნათია თურნავა.
მისი განმარტებით, მას მცირეხნიანი შეხვედრა ჰქონდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან, კრისტინ ლაგარდთან და მას მადლობაც კი გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც სებ-ს ევროპის ცენტრალურ ბანკის მხრიდან აქვს.
„ძალიან ვამაყობ იმითაც, რომ ეროვნულ ბანკის თანამშრომლები უფრო ხშირად არიან მიწვეულები, რომ ტრენინგები ჩაატარონ და არა მხოლოდ ტრენინგს დაესწრონ სხვადასხვა ქვეყანაში. რაც შეეხება ჩემს უკანასკნელ ვიზიტებს 2 მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, 2 მნიშვნელოვანი პლატფორმა გამვიყენე ორმხრივი შეხვედრებისთვის. პირველი ეს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის წლიური შეხვედრა იყო, ეს არის ძალიან მაღალი დონის ღონისძიება, ყოველწლიურად ტარდება, რომელზედაც მთელი მსოფლიოს ბანკირები იკრიბებიან. თავისთავად საინტერესოა იქ მოწვეული სპიკერების მოსმენა, რადგან საერთო გამოწვევებზე საუბრობენ. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ამჯერადაც ასე მოხდა, როდესაც ამ პლატფორმას ჩვენ ვიყენებთ დაგეგმილი, თუ დაუგეგმავი შეხვედრებისთვის. ამ შემთხვევაშიც მე მომეცა შესაძლებლობა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან კრისტინ ლაგარდთან ერთად მოკლეხნიანი საუბარი მქონოდა, მაგრამ ვისარგებლე ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადე სებ-ის სახელით იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ევროპის ცენტრალურ ბანკი გვიწევს“, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი.
ნათია თურნავას თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, სებ-ის უფრო ხშირად იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
„მანამდე ეს ფორმატი არ იყო ასეთი სისტემატური, მაგრამ რაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ეს თანამშრომლობა დაიწყო და იქ არსებობს ასეთი ფორმატი, რომ დაეხმარონ კანდიდატი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს. სხვადასხვა სახის ტექნიკური დახმარება არის და აქტიურად მიმდინარეობს დეპარტამენტების დონეზე. მუდმივ რეჟიმშია და მე მომეცა საშუალება, რომ ამისთვის მადლობა გადამეხადა. გავცვალეთ ინფორმაცია, მოვუყევი საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკური ვითარების შესახებ, ჩვენი ფინანსური სტაბილურობის შესახებ. გარდა ამისა მომეცა საშუალება მოკლეხნიანი საუბრის ჩემს კოლეგასთან, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტთან. ის ახლა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე იმყოფება, რადგანაც დისკუსია მიმდინარეობს აშშ-ში აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ფედერალურ სარეზერვო სისტემას შორის მონეტარული პოლიტიკის შესახებ. საინტერესო იყო მისგან ამის მოსმენა. ასევე მოკლევადიანი აზრთა გაცვლა-გამოცლა მქონდა ინგლისის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან. სხვათა შორის საინტერესოა, რომ ინგლისის ცენტრალურ ბანკში, მას შემდეგ რაც ჩვენთან დაინერგა ეს მიდგომა ახლა დანერგეს პროგნოზირებასთან მიმართებაში სიახლეები. თუ კი აქამდე ჩვენ ორ სცენარს ვაქვეყნებდით, რაც მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზრისთვის, ეს იყო ცენტრალური სცენარი და ალტერნატიული სცენარი - უკვე გადავედით სამი სცენარის გამოქვეყნებაზე, რადგანაც გაურკვევლობა მატულობს და გზამკვლევი უნდა ჰქონდეს ბიზნესს. იგივე გააკეთა ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა. მე არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენგან გადაიღო, მაგრამ დამოუკიდებლად იგივე დასკვნამდე მივიდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.