საერთაშორისო კონკურსის IWSC Wine Judging in Georgia-ს გამარჯვებულები ცნობილია - ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის ორგანიზებით, უკვე მეორედ, საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine Judging in Georgia გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 170-ზე მეტი კომპანიის 520-მა ღვინომ მიიღო საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
შედეგად, კონკურსის ფარგლებში, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები გამოვლინდა. ოქროს მედალი მხოლოდ ქართული წარმოების ღვინოებმა მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, 18 ოქროს და 71 ვერცხლის მედალი ქართულმა კომპანიებმა დაიმსახურეს. ვერცხლის მედალი მიიღო სომხეთში დამზადებულმა ღვინომაც.
ოქროს მედლის მფლობელებს შორის არიან კომპანიები: კარდანახი 1888, კახეთი კომპანი, საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, ასკანელი, ბადაგონი, ექიმის ბიო-მარანი, ქართველი, ლიონიძის ზვარი, ალაზანი, ბრიცა, საწნახელი, უფლისციხის მამული, ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო და ვაზისუბნის მამული.
გამარჯვებულის გამოსავლენად მონაწილეებს ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტები აფასებდნენ. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი; ასევე:
ამასთან, მონაწილეებს IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ, მათ შორის იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე, ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.
„საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენთვის კანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ გრძელვადიან პერიოდში არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშრისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც საერთაშორისო ექსპერტების მიერ მონიჭებული ჯილდოების რაოდენობაც მოწმობს. გვახარებს ის ფაქტიც, რომ კონკურსისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნული კონკურსის წარმატებით განხორციელებაში“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.