საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია - ვახტანგ ბურკიაშვილი
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ვახტანგ ბურკიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როცა სებ-ს შესაძლებლობა აქვს, სავალუტო რეზერვების შევსებას ახდენს.
„წლის ბოლოსათვის ჩვენი რეზერვების მოცულობა იყო 4,45 მლრდ. სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკაც აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველთვის მიმართულია რეზერვების შეძენაზე, როგორც კი ამის საშუალებას ბაზარი იძლევა. ჩვენ ვუყურებთ, ვაკვირდებით პროცესებს. მიუხედავად მაღალი კრიტიკისა მაგალითად ნოემბერში დაახლოებით 124 მლნ-ით შევავსეთ. რეზერვების შევსება დეკემბერშიც გავაგრძელეთ და თუ არ ვხდები დაახლოებით 28 მლნ ვიყიდეთ. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში სებ-ს უწევს ამ რეზერვების გამოყენება, იმიტომ, რომ როდესაც მაკრო-ეკონომიკური ფუნდამენტური პრობლემები არ არის ბაზარზე, მოკლე შოკებია წარმოდგენილი“, - აცხადებს ვახტანგ ბურკიაშვილი.
სხვა სიახლეები
საქსტატმა ფასთა ინდექსაციის კალკულატორის განახლებული ვერსია შეიმუშავა
19.06.2026.11:28
ფასთან ინდექსაციის თავდაპირველი ვარიანტი ამოქმედდა 2022 წელს, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №753 განკარგულების შესაბამისად.
კალკულატორის განახლებული ვერსიის შექმნა უკავშირდება ახალი ინიციატივის, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №245 დადგენილების მიღებას.
განახლებული კალკულატორის მიზანს კვლავ წარმოადგენს ფასთა ინდექსაციით მოსარგებლე სამშენებლო კომპანიებისთვის მარტივი პროცედურის შეთავაზება, რომელიც საშუალებას მისცემთ ფასთა ინდექსაციის შესახებ დასკვნა მიიღონ ონლაინ რეჟიმში. თანხის ინდექსაციის მიზნით კალკულატორი იყენებს ჯაჭვურად გადაბმული მშენებლობის ღირებულების ინდექსის (Construction Cost Index - CCI), ასევე დიზელის საწვავისა და ბიტუმის ფასების ინდექსების მნიშვნელობებს. აღნიშნული ინდექსები შექმნილია საქსტატის მიერ საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან სრულ შესაბამისობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების დონის საშუალო მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით. ინდექსი მოიცავს მშენებლობის მთლიან სექტორს - როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების სეგმენტებს, ასევე სამოქალაქო მშენებლობასაც.
ფასთა ინდექსაციის განახლებული კალკულატორი განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის შემდეგ ბმულზე: https://indexation.geostat.ge/
კალკულატორთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური ან სხვა სახის შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფასების სტატისტიკის დეპარტამენტს ნომრებზე: 236 72 10 (400/405), ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:gtetrauli@geostat.ge.