მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საფინანსო და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მონეტარული პოლიტიკის და საერთაშორისო სანქციების დახვეწა - რაზე იმუშავებენ ნათია თურნავას უცხოელი მრჩევლები

news image
mbc image

მათი მთავარი მიმართულება იქნება საფინანსო ბაზრის და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მონეტარული პოლიტიკის და საერთაშორისო სანქციების მეტად დახვეწა, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სებ-ის გუნდში ცნობილი უცხოელი კონსულტანტების შეერთებასთან დაკავშირებით. ნათია თურნავა ამბობს, რომ სებ-ი, რომელიც აწესებს სტანდარტებს მოწინავე ინდუსტრიაში თავადაც უნდა იყოს მოწინავე ცოდნის, გამოცდილების და რეფორმატორული გეგმების თვალსაზრისით. 
სებ-ის შიგნით ჩვენი პროფესიული ზრდა, საინტერესო ახალი პროექტების განხორციელება, ახალი სტანდარტების შემუშავება, რეფორმების მხარდაჭერა - ეს არის ძალიან დადებითი კონტრიბუცია ჩვენი საფინანსო სექტორისთვის. სებ-ი, რომელიც აწესებს სტანდარტებს მოწინავე ინდუსტრიაში თავადაც უნდა იყოს მოწინავე ცოდნის და გამოცდილების და რეფორმატორული გეგმების თვალსაზრისით. სწორედ ამ ნაწილში დაგვეხმარებიან ჩვენ ეს კონსულტანტები. გამოცდილი ადამიანები, საერთაშორისო რანგის, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კონსულტანტები ვისაც აქამდეც აქვთ სებ-თან სხვადასხვა პროექტში მუშაობის გამოცდილება. მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, EBRD-ს გვეხმარება ამ კონსულტანტებთან ურთიერთობაში. მათი მთავარი მიმართულება იქნება საფინანსო ბაზრის შემდგომი რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მონეტარული პოლიტიკის მეტად დახვეწა, საერთაშორისო სანქციების მეტად დახვეწა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ნათია თურნავა. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსური ბაზრების განვითარების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისა და სხვადასხვა მიმართულებებით საქმიანობის გაძლიერების მიზნით, ეროვნული ბანკის გუნდს მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტები შეუერთდნენ, რომლებიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მრჩევლებად იმუშავებენ.
უცხოელი ექსპერტები - დუგლას ლაქსტონი, დევიდ ვავრა და მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნული ბანკს კონსულტაციებს გაუწევენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური ბაზრების განვითარება, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულება და სხვა.
მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტი დუგლას ლაქსტონი გასულ წლებში საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კანადის ცენტრალურ ბანკში. ლაქსტონი მაკროეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის, ფისკალური პოლიტიკის და ინფლაციის თარგეთირების მიმართულებით მუშაობს. წარსულში ლაქსოტონის აქტიური ჩართულობითა და კონსულტაციების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის  სისტემა (FPAS) შეიმუშავა. 
დევიდ ვავრა მსოფლიო დონის ეკონომისტია, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკში ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით იმუშავებს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ჩეხეთის, უკრაინისა და სერბეთის ცენტრალურ ბანკებში, იყო ჩეხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების საკითხებში.  დევიდ ვავრას ეროვნულ ბანკში მუშაობის გამოცდილება წარსულშიც აქვს. თავის დროზე ის მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების დახვეწის პროექტზე მუშაობდა, რომელიც სსფ-ისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
მარსიალ ნიკოლა სმეტი 27-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ბიზნეს კომიტეტის თავმჯდომარე UniCreditGroup-ში. 2022 წლიდან დღემდე სმეტი საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების ჩარჩო-დოკუმენტზე მუშაობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნულ ბანკს კონსულტაციებს გაუწევს სანქციების აღსრულებისა და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა