მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საფრანგეთი საქართველოს ტექნიკურ დახმარება გამოუყოფს - რა შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის

news image
mbc image

ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ, 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ.

ცვლილებებით გათვალისწინებულია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის შვილობილი კომპანიის „ექპერტიზ ფრანსის“ (Expertise France) ინტეგრირება AFD-ის ჯგუფში და შესაბამისად ექპერტიზ ფრანსისთვის ისეთი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, როგორითაც სარგებლობს საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე.

ასევე, ხელი მოეწერა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - ურთიერთგაგების მემორანდუმს 2024-2027 წლებისთვის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბერტრანდ უოლკენერმა.

შეთანხმების შესაბამისად დასახული იქნა მომდევნო წლებში თანამშრომლობის შემდეგი პრიორიტეტული სფეროები: სოფლის მეურნეობა და ირიგაცია, გარემოს დაცვა, კერძო სექტორის განვითარება, მმართველობა, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, ურბანული განვითარება და ენერგეტიკა.

„საქართველოში სამუშაო ვიზიტით ვიმყოფები. ხელი მოვაწერეთ ორ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. პირველს ხელი მოწერეს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა და  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ის საშუალებას მოგვცემს ტექნიკური დახმარება გამოვუყოთ საქართველოს ხელისუფლების მომართვის საფუძველზე, მომდევნო წლების განმავლობაში. 

ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ექსპერტული ცოდნის გაზიარებას გულისხმობს სოფლის მეურნეობის,  ტრანსპორტის, წყალმომარაგების სისტემების  მართვის და ყველა სხვა მიმართულებით, რაც მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვან სფეროებად.

მეორე შეთანხმება, რომელსაც მე მოვაწერე ხელი მინისტრთან ერთად, გახლავთ ურთიერთგაგების მემორანდუმის განახლებული ვერსია, რომელიც გზას გაუხსნის ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას 2024-2027 წლებში ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი. ეს მიმართულებები არის შესაძლო სფეროების მხოლოდ რამდენიმე მაგალით იმის დასტურად, რომ წვლილის შეტანა და განვითარება  შეგვიძლია საქართველოს ეკონომიკის მომავალში  ინვესტირებით“, - განაცხადა სინქრონი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილემ ბერტრანდ უოლკენერმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა