საქაერონავიგაცია ფრანგულ კომპანია ADPI-სგან დამატებითი სერვისების მიღებას გეგმავს
საქაერონავიგაცია ფრანგულ კომპანია ADPI-სთან თანამშრომლობას აგრძელებს. ამჯერად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საპროექტო მომსახურების შესყიდვა. კერძოდ, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამიმოსვლო ბილიკის შუქ-ტექნიკური სისტემის პროექტის გაფართოება/მოდიფიკაცია ახალი სამიმოსვლო ბილიკის დამატებით.
აღნიშნული შესყიდვის განხორციელებას საქაერონავიგაცია გამარტივებული შესყიდვის წესით ითხოვს და ამ მიმდინარე გარიგებას 52 350 აშშ დოლარად აფასებს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023-2024 წლებში დაგეგმილია ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკ E-ზე ხელოვნური საფარის შეცვლა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან მიერთების ადგილზე მოსაბრუნებელი მოედნის მოწყობა.
„რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს შუქ-ტექნიკური სანათების ახალი სქემით განლაგებას. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული სამიმოვლო ბილიკის შუქ-ტექნიკური სისტემით აღჭურვა და პროექტირების შესყიდვის საკითხი, რისთვისაც აუცილებელია მომზადდეს შესაბამისი პროექტი, რაც მოიაზრებს არსებული პროექტის გაფართოებას/მოდიფიკაციას.
შპს ,,საქაერონავიგაციის" მიერ შუქ-ტექნიკური სისტემების პროექტირების მომსახურება შესყიდული იქნა კომპანია “ADPI” -სგან (ხელშეკრულება #MOMS/04/07/15, 02.07.2015, CMR150127902). 2018 წელს შესყიდული იქნა აღნიშნული პროექტის გაფართოება/მოდერნიზების პროექტირების მომსახურება (ასარენ-დასაფრენის ზოლის 13R კურსით მიახლოების შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების მიზნით, ხელშეკრულება N MOMS/ 11/03/18, 02.03.2018, CMR180077811), აგრეთვე შესყიდულ იქნა სამიმოსვლო ბილიკის შუქ-ტექნიკური სისტემის პროექტის გაფართოების მომსახურება (MOMS/01/11/20 13.11.2020).
მოწოდებული პროექტი წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას, შესაბამისად მისი ნებისმიერი სახით ცვლილება/მოდიფიკაცია/გაფართოება/განახლება, წარმოადგენს მის ექსკლუზიურ უფლებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.