მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო არის გლობალური ფინტექ სისტემის პიონერი ქვეყანა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო გადასახადების გადახდა ღია ბანკინგის გამოყენებით და კრიპტოვალუტის კონვერტაციის გზით

news image
mbc image

მსოფლიოში პირველი ინოვაცია - საქართველო, კერძოდ კი საქართველოს შემოსავლების სამსახური მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც დანერგა გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტის კონვერტაციის და ღია ბანკინგის საშუალებით. გადასახადების გადახდის ეს ინოვაციური მეთოდები ახალ სტანდარტს ქმნის სახელმწიფოს ფინანსურ სერვისებში.

? ელიტარულ კლუბში გაწევრიანება – ამ დრომდე, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში - მათ შორის შვეიცარიაში, სინგაპურში, ესტონეთში და აშშ-ის განსაზღვრულ შტატებში (როგორიცაა კოლორადო) იყო დაშვებული გადასახადების კრიპტო ვალუტის კონვერტაციის გზით გადახდა; საქართველო ახლა ამ ფინტექ პიონერებს შორისაა, რომლებიც ინოვაციურ ფინანსურ სისტემას ქმნიან;

? ღია ბანკინგი გადასახადებისთვის - ღია ბანკინგი გვაძლევს საშუალებას ჩვენი თანხები უფრო თავისუფლად განვკარგოთ. ღია ბანკინგით გადახდის პროცესი ხდება უფრო მარტივი, სწრაფი, უსაფრთხო და იაფი. ეს ინოვაციას წარმოადგენს ფინანსურ სექტორში და დღემდე მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ფინანსურ სისტემას აქვს ინტეგრირებული ღია ბანკინგი, როგორც გადასახადების გადახდის ერთ-ერთი მეთოდი. საქართველო ლიდერია ამ ინოვაციური, ციფრული და მარტივი გადახდის მეთოდის დანერგვაშიც.

? ტრადიციული და ციფრული ფინანსების გაერთიანება – ეს ინიციატივა აქცევს საქართველოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, რომელმაც ოფიციალურად მიიღო ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პრინციპები ეროვნულ საგადასახადო სისტემაში.

? გლობალური ბიზნესისა და კრიპტო ინვესტორების მოზიდვა – საქართველოს გადაწყვეტილება იყოს მოწინავე გადახდის მეთოდების დანერგვაში, აძლიერებს საქართველოს, როგორც ფინტექ და ბლოკჩეინ-მეგობრული ჰაბის პოზიციას, რაც აუცილებლად მოიზიდავს საერთაშორისო მეწარმეებს, სტარტაპებს და კრიპტო-ინოვატორებს ჩვენს ქვეყანაში, როგორც პროგრესულ და მეგობრულ ფინანსურ გარემოში. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემულია ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის 24 ლიცენზია.

? ახალი სტანდარტების დაწესება – ამ ნაბიჯით საქართველო არა მხოლოდ ადაპტირდება ფინანსურ ტენდენციებთან, არამედ ლიდერია ამ ტენდენციებში, რითიც მათ შორის ახალ სტანდარტებს ნერგავს რითაც გზას უკვალავს სხვა ქვეყნებს რეგიონში და მსოფლიოში.

? მომავალი აქ არის – კრიპტო და ღია საბანკო გადასახადებით, საქართველო ამტკიცებს, რომ დადგა ციფრული ტრანზაქციების სახელმწიფო სერვისებში და ფინანსურ სექტორში ინტეგრაციის ეპოქა. ამ მიდგომებით საქართველო აუცილებლად იქნება ფინანსური ინოვაციების გლობალურ ლიდერი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა