საქართველოდან წყლის ექსპორტის 55%-ი რუსეთზე მოდის
2023 წლის 10 თვეში საქართველომ ექსპორტზე 114,665.75 ათასი დოლარის ღირებულების 179,883,092.54 ლიტრი მინერალური წყლები გაიტანა, რაც 6%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 169,086,964.68 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა საექსპორტო ბაზრებზე.
მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტირებული მინერალური და მტკნარი წყლების 55%-ი რუსეთზე მოდის. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში 99,397,396.66 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტი დაფიქსირდა, რომლის ღირებულებამაც 54,288.51 ათასი დოლარი შეადგინა.
მეორე საექსპორტო ბაზარი კი ყაზახეთია, სადაც 10 თვეში 29,387,183.61 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტი დაფიქსირდა.
TOP-5 ბაზარი, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:
რუსეთი - 99,397,396.66 ლიტრი,
ყაზახეთი - 29,387,183.61 ლიტრი,
უკრაინა - 14,817,935.82 ლიტრი,
ლიეტუვა - 9,087,894.38 ლიტრი,
უზბეკეთი - 6,958,135.20 ლიტრი.
ბოლო წლების სტატისტიკით, მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ექსპორტზე 259,078,785.72 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტი განხორციელდა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.