მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველომ ეფექტურად მართა გლობალური ინფლაციური შოკები - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s

news image
mbc image

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. Moody’s დადებითად აფასებს ქვეყნის ეკონომიკური ინსტიტუციების სიძლიერეს, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ეკონომიკურ მდგრადობაში.

„საქართველოს Ba2 რეიტინგის შენარჩუნება, საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს და ასევე სხვა ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუციების სიძლიერის ასახვაა. აღნიშნულმა, გლობალური ინფლაციური შოკების ეფექტური მართვასთან ერთად, 2022 და 2023 წლებში მოსალოდნელზე მაღლი ზრდა განაპირობა“, - ნათქვამია Moody’s-ის ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან სისუსტეს წარმოადგენს, სულ უფრო მცირდება.

„Moody's-ს მიაჩნია, რომ დეფიციტის შემცირება სტრუქტურული ცვლილებებითაა გამოწვეული და ეს გაუმჯობესება გრძელვადიანია, რამდენადაც გაზრდილია როგორც სახელმწიფო დანაზოგები, ასევე, კერძო დანაზოგები შემოსავლების ციკლური ზრდისა და სტრუქტურული საპენსიო რეფორმების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, გლობალურ გამოწვევების ფონზე ჩვენი პოლიტიკის დროულმა და სათანადო პასუხებმა საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახადა.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციურ გამოწვევებს წარმატებით უპასუხა და შეინარჩუნა ფასების სტაბილურობა. სწორედ ამის შედეგია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგადა მართული. წამყვანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიში პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა