მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას -„თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები“ იწყებენ

news image
mbc image

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული პროექტების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი პარტნიორობს კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „აზროვნების აკადემიასთან“ და იწყებს ბიზნეს სესიების ციკლს „თანამედროვე ბიზნეს გამოწვევები“, რომელიც 17 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.

ბიზნეს სესიების ციკლი მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და მის ფარგლებში კომპანიებისთვის აქტუალურ რვა საკითხზე ლექციები გაიმართება. ლექციებს მარკეტინგის, ბრენდინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მიმართულებების სპეციალისტები ჩაატარებენ.  მათ შორის არიან:

  • გიორგი ჩუგოშვილი - სტარტაპის გამოწვევები - 17 ივნისი
  • მედეა ტაბატაძე - თანამშრომლის შენარჩუნება - 21 ივნისი
  • ეკო ჩუბინიძე - თანამედროვე მენეჯერის გამოწვევები - 24 ივნისი
  • ლელა მაჩაიძე - AI - თანამედროვე მენეჯმენტში - 28 ივნისი
  • ეკა ყიფიანი - კრეატივი - 1 ივლისი
  • ქრისტინე ლორთქიფანიძე - მომხმარებლის ქცევა - 5 ივლისი
  • გიორგი ბერეჩიკიძე - მარკეტინგი - მულტიჩენელ მარკეტინგი - 8 ივლისი
  • ვასკა ჩუბინიძე - ბრენდის სტრატეგია - 12 ივლისი

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და მათთვის ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ სხვადასხვა დარგის საუკეთესო სპეციალისტების ჩართულობით და აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, მოვამზადეთ ღონისძიებების სერია, რომელიც ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს და წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს ინდუსტრიაში. ღონისძიებების ეს სერია მეწარმეებს სხვადასხვა სეგმენტიდან ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება და კვალიფიციური რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

ბიზნეს სესიების ციკლზე რეგისტრაცია შეუძლია როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე სხვა ნებისმიერ მსურველს. სესიების მონაწილეები უკეთ შეისწავლიან ისეთ უნარებს, როგორებიცაა: თანამშრომლის შენარჩუნების ტექნიკები, AI, შემოქმედებითობა, მულტიჩენელ მარკეტინგი და სხვა.

"თანამედროვე ბიზნესის გამოწვევების" ლექციათა ციკლი იქნება ღირებული ცოდნის წყარო მათთვის, ვინც ცდილობს დაიმკვიდროს ან გაიმყაროს საკუთარი პოზიცია კონკურენტულ ბიზნეს გარემოში. ამ პროექტით, მიზნად ვისახავთ დავაკავშიროთ ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გაუმკლავდნენ თანამედროვე ბიზნესგარემოს", - აცხადებს თაზო ლაღიძე, აზროვნების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი

ბიზნეს სესიების ციკლი გაიმართება თბილისში, თ. იოსებიძის 57 ნომერში. დასწრება ასევე შესაძლებელია ონლაინ ფორმატში. სალექციო დღეებია ორშაბათი - პარასკევი, შეხვედრის დაწყების დრო - 20:00 სთ.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ
ამ ბმულს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა