საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამატებით კიდევ 6 რეგიონშია შესაძლებელი
საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორინეტირებული ბანკი მათ მორიგ სიახლეს სთავაზობს. 1 ნოემბრიდან საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას უკვე რეგიონებშიც შეძლებენ.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ბანკის sCool, Student, Mastercard ან ვიზა ბარათით გადაიხადონ ქუთაისის, გორის, ფოთის, ბაკურიანის, ბორჯომისა და თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული სიახლით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით, მომხმარებლებს მორიგი სიახლე შევთავაზეთ, ამიერიდან ჩვენი ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ უკვე რეგიონების საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანხა, ფიზიკური ან ციფრული საფულის მეშვეობით გადაიხადონ. აღნიშნული სიახლე, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ახალ პროდუქტებსა თუ სერვისებზე მუშაობას.“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბარათის გამოყენება აქამდე ისედაც შესაძლებელი იყო თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და პენსიონრები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.