მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხებზე შეთავაზება 29 თებერვლის ჩათვლით გრძელდება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის წახალისებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ბიზნეს მომხმარებლებს ახალი სესხის აღების შემთხვევაში, დოლარსა და ევროში  2%-მდე ფასდაკლებას უკვე 29 თებერვლის ჩათვლით სთავაზობს. 
საქართველოს ბანკის  შეთავაზების ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს ახალი სესხი, ნებისმიერი მიზნობრიობით, დოლარში ან ევროში შეუძლიათ აიღონ.  (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან, პროცენტი შესაძლოა მიბმული იყოს საჯარო ინდექსზე). სესხის ვადა 120 თვეს შეადგენს. 
ეს შეთავაზება არის მათთვის, ვისაც  დიდი ხანია სურს დაიწყოს საკუთარი საქმიანობა, ან უკვე არსებული ბიზნესის გააფართოება, ან თუნდაც ახალი მიმართულების უკეთესი პირობებით დამატება.
„საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა საკუთარი მომხმარებლების ინტერესებს ვუპასუხოთ და მათი საჭიროებები დროულად დავაკმაყოფილოთ. ამჯერად, აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ახალ სესხზე 2% - მდე შეღავათი მიიღონ, ევროში ან დოლარში. (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან, პროცენტი შესაძლოა მიბმული იყოს საჯარო ინდექსზე). ამ შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს დეკემბრის ბოლომდე ჰქონდათ, თუმცა, მომხმარებლების მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გამო, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, მომხმარებლებს კიდევ ორი თვის განმავლობაში მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ ბენეფიტით და კიდევ უფრო მეტად განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი“  - აცხადებენ საქართველოს ბანკში 


შეთავაზების შესახებ მეტი ონფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა