მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის საჭირო რესურსების გაზიარებას. ამჯერად, ბიზნეს განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ოთხი ახალი კურსი დაემატა - ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები, გაყიდვების პრაქტიკა და ბრენდინგი. ამ პროგრამების გავლა ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ. კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტები საქართველოს ბანკიდან და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

აღსანიშნავია, რომ სამი კურსი ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები და ბრენდინგი - მომზადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით - კონსულტაციები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა ყველა იმ მიმართულებას ფარავს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება, მათ შორისაა გაყიდვები, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა საკითხები. პლატფორმაზე კურსები ვიდეოგაკვეთილების სახითაა განთავსებული, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველ თემაზე ცოდნა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს. ჯამში ონლაინ პლაფორმაზე 45 კურსია ხელმისაწვდომი, გასულ წელს კი სხვადასხვა კურსი 20 000-მდე მომხმარებელმა გაიარა. კურსების გარდა, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მასტერკლასებიც - სპეციალური პროგრამები ახლადშექმნილი კომპანიებისთვის, რომლებსაც ბიზნესის დაგეგმვისა და განვითარებისთვის საბაზისო ინფორმაცია სჭირდებათ.

ბიზნეს პროცესების გაციფრულება ერთ-ერთია ახალი კურსებიდან, რომელთა გავლა უკვე შესაძლებელია Businesscourse.ge-ზე. მას ირმა ბერძენიშვილი უძღვება და დაინტერესებულ პირებს აძლევს ინფორმაციას ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ სააღრიცხვო სისტემებზე, ქლაუდ გადაწყვეტებსა და რობოტიზაციაზე.

ონლაინ გაყიდვების კურსზე კრეატიული სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-ის მმართველი მენეჯერი, ანი ზაქარეიშვილი ელექტრონული კომერციის მზარდ ტენდენციებს მიმოიხილავს.

ბრენდინგის კურსის ავტორი კი ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. იგი მონაწილეებს უზიარებს ინფორმაციას ბრენდის მშენებლობის, საკომუნიკაციო გზავნილების, დიზაინის შექმნის და სხვა საკითხებზე.

გაყიდვები პრაქტიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა და მას ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი უძღვება.

„მოხარული ვართ, რომ EBRD-სა და ევროკავშირთან ერთად, გვაქვს შესაძლებლობა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ისე სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მხარი დავუჭიროთ განვითარებაში და დავეხმაროთ ახალი მიდგომების დანერგვაში. ვამაყობთ, რომ ბიზნესკურსის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება. ჩვენ არ ვჩერდებით და უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთ ახალ კურსს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

კურსებისა და მასტერკლასების სანახავად ესტუმრეთ ვებსაიტს Businesscourse.ge.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა